ბაგრატიონი თეკლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თეკლე ბატონიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბაგრატიონი თეკლე“ გადა...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაგრატიონი თეკლე“ გადაიტანა გვერდზე „ბატონიშვილი თეკლე“)

19:12, 20 თებერვალი 2022-ის ვერსია

თეკლე ბატონიშვილი

ბაგრატიონი თეკლე (თეკლე ბატონიშვილი) – (1776 – 1846), ერეკლე II-ის ნაბოლარა და ყველაზე საყვარელი შვილი, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ბიჭური იერით და სიმკვირცხლით, რისთვისაც შინაურები „თეკლა ბიჭს” ეძახდნენ. გათხოვილი იყო ვახტანგ ორბელიანზე. პოეტების ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანების დედა. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქალაქ კალუგაში, 1835 წელს იგი თბილისში დაბრუნდა, დაკრძალულია მამის გვერდით, სვეტიცხოვლის ტაძარში.

თეკლე ბატონიშვილის ლექსებში გამოხატულია ძველი დიდების დაკარგვით გამოწვეული სევდა. პოეტი უჩივის უბედობას და პატიმრის მძიმე ხვედრს.

პასუხი ქეთევან ბატონიშვილს
...ჰე, გულო, რად გაქვს ესდენ წყინება,
მარად სისხლისა ცრემლთა დინება,
გუშაგთ სიმრავლით თვალთა შინება,
მათგან უწყალოდ ჭირთა სმინება,
რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ ინება,
კრძალვით ითმინე სახმილთ გზნებანი.
რად გიკვირს...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები