ბერაძე რამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რამაზ ბერაძე“ გადაიტანა გვერდზე „ბერაძე რამაზ“ გადამისამართე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ramaz beradze.JPG|thumb|რამაზ ბერაძე]]
 
'''ბერაძე რამაზ''' − (1957 − 2016), [[ქართველები|ქართველი]] სპორტსმენი და პოეტი.  დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. დაამთავრა თბილისის 112-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა [[თსუ]]-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაასრულა სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწათმოწყობის ინსტიტუტის ინჟინერ-ნიადაგმცოდნე, ტელერადიომაუწყებლობაში რედაქტორად, სპორტკომიტეტში წამყვან სპეციალისტად. იგი წლების განმავლობაში იყო წარმატებული რაგბისტი, თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში, წვრთნიდა სარაგბო კლუბებს. ლიტერატურულ-შემოქმედებით მოღვაწეობას მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ეწეოდა, როდესაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. პირველ პოეტურ კრებულს ერქვა „წრებრუნვა”, რასაც კიდევ ორი კრებული მოჰყვა.
 
მიმდინარე ცვლილება 12:56, 22 თებერვალი 2022 მდგომარეობით

რამაზ ბერაძე

ბერაძე რამაზ − (1957 − 2016), ქართველი სპორტსმენი და პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 112-ე საშუალო სკოლა, შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაასრულა სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწათმოწყობის ინსტიტუტის ინჟინერ-ნიადაგმცოდნე, ტელერადიომაუწყებლობაში რედაქტორად, სპორტკომიტეტში წამყვან სპეციალისტად. იგი წლების განმავლობაში იყო წარმატებული რაგბისტი, თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში, წვრთნიდა სარაგბო კლუბებს. ლიტერატურულ-შემოქმედებით მოღვაწეობას მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ეწეოდა, როდესაც გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. პირველ პოეტურ კრებულს ერქვა „წრებრუნვა”, რასაც კიდევ ორი კრებული მოჰყვა.

* * *
თეთრ ფურცელს ისევ შეუჩნდა ღამე
და შავი მელნით უპირებს შთანთქმას,
უპირო წამებს ულმობლად სვამენ,
თან აპირებენ შეთქმულთა გათქმას.
დრო ვამპირები... მწოვენ სიცილით,
ღამე კი რჩება უგრძნობ ძმობილად;
და მითანაგრძნობს ფიქრით, იცი, ვინ? –
ლექსი, რომელიც ჯერ არ შობილა.
სულს ითქვამს მთვარე დილის ნიავით,
ვარსკვლავთა ფერხულს გასვლია ყავლი,
ისევ საოცრად დავაგვიანე,
დღის შვილი ღამის გავხდი ნადავლი.
სადღაც შორს, ბნელში, ეულად ბოლავს
ჩანაცრებული ცეცხლი ნუგეშის,
შემოაგელვებს მსახვრელი დრო რაშს,
ფიქრს გააგელვებს სიჭაბუკეში.
ოცნება ძლივს დგას მორღვეულ ფრთებზე,
ზეცაც მიწაზე ჩამომხობილა,
ხვალ სიკვდილს უნდა დავუდგე ფეხზე
ლექსით, რომელიც ჯერ არ შობილა.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები