ბექიშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბექიშვილი თედო“ გადაიტანა გვერდზე „თედო ბექიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თედო ბექიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბექიშვილი თედო“ გადამისამ...)

16:28, 22 თებერვალი 2022-ის ვერსია

თედო ბექიშვილი

ბექიშვილი თედო– (1941 – 1993), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ნაღვარევში (დუშეთი); 1966 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა თსუ-ს სტუდენტთა გამოცემა „პირველ სხივში”. ლექსების გარდა, ლიტერატურულ პრესაში მუდმივად აქვეყნებდა სტატიებს, თარგმნიდა უცხოურ პოეზიას. მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ ენაზე. გამოცემული აქვს შემდეგი კრებულები: „დილიდან დაღამებამდის” (1991), „მძიმე წელიწადი” (1990), „გაზაფხულიდან შემოდგომამდე” (1988).


თოვლის კარავი
სიცივე. თოვლი. ირგვლივ არავინ.
გადათოვლილი მხოლოდ გარემო.
მოდი, დავიდგათ თოვლის კარავი,
მუდამ თოვლივით მიუკარებო!
ვინ გაგვაძევა გაზაფხულიდან,
რომ ამ თოვლეთით სული აგვევსო?
რომ სიყვარულის მძაფრი წყურვილი
თოვლად გვექცია, უძვირფასესო?
წმინდაა თოვლი, მაგრამ ცივია.
გულს ყინავს, გული სითბოს ნატრულობს.
ჩიტები თოვლზე შავად ცვივიან
გულში ჩავისვათ და ჩავათბუნოთ...
სიცივე. თოვლი. ბინდი მოცურავს,
სცივათ ვარსკვლავებს, ცავ, უსასოო...
მიწა და ზეცა ყინვით მოცულა,
რომ მხოლოდ ყინვა დავიმახსოვროთ.
ღიაა ჩვენი თოვლის კარავი,
გათოშილია ირგვლივ გარემო,
სადაც შენს გარდა არ ჩანს არავინ,
მუდამ თოვლივით მიუკარებო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები