ბობოხიძე კალე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კალე ბობოხიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბობოხიძე კალე“ გადამისამარ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
+ | [[კატეგორია:ბობოხიძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 17:07, 22 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბობოხიძე კალე – (1904 – 1982), სრული სახელი – კალისტრატე. ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ მათხოჯში (ხონი, ქუთაისის გუბერნია). 1929 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1928-32 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1937-38 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციას. იყო სახელმწიფო გამომცემლობის რედაქტორი, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საგამომცემლო საქმის განვითარებას; მან პირველმა გამოსცა ლ. ასათიანისა და ტ. გრანელის კრებულები. 20 წლის ასაკში ჟურნალ „პროლეტარულ მწერლობაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „მეზღვაური”, რამაც პოპულარობა მოუტანა. მოგვიანებით გამოსცა პირველი კრებული „ინდუსტრიული ლირიკა”; მის ლექსზეა დაწერილი სიმღერა „სავარდო და სამაისო”; თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, ისააკიანის, მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის ლექსები; პოეტი 40 წიგნის ავტორია; იგი ითვლებოდა ასევე ექსპრომტის უბადლო ოსტატად და თანამედროვენი მას მიაწერენ სიტყვა „ფუნაგორიის” ავტორობას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- დილა
- როს მგზნებარე ცისკრის ალმა
- გვაგრძნობინა სილამაზე,
- ტატნობს სარმა გაჰკრა ქარმა,
- დაეკიდა ნისლი ცაზე.
- ცამ ინათა, იციალა,
- ჩაიხატა გულში დილა;
- მაგრამ შფოთვით იწრიალა
- პაწაწინა ღრუბლის ფთილამ.
- გააწბილა ღრუბლის ეშხი,
- ღრუბელთ ჯარი შეგვიყარა;
- ზეცას მოსწყდა წვიმის თქეში,
- გადაეშვა ხევში ღვარად...
- მასაც სარმა გაჰკრა ქარმა,
- ღრუბელთ წყება გაქრა ცაზე;
- პირი გახსნა კვლავ ცისკარმა,
- გვამცნო დილის სილამაზე.