გაგნიძე ნუგეშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაგნიძე ნუგეშა“ გადაიტანა გვერდზე „ნუგეშა გაგნიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნუგეშა გაგნიძე“ გადაიტანა გვერდზე „გაგნიძე ნუგეშა“ გადამისამ...)

16:15, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია

ნუგეშა გაგნიძე

გაგნიძე ნუგეშა − (1966), პგერმანისტი, მთარგმნელი, პოეტი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ − ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (სპეციალობა: ისტორია-უცხო ენა). ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში, არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშესა და მე-20 საუკუნის გერმანელი ავტორების შემოქმედება. ნუგეშა გაგნიძე არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, ლექსების ერთი კრებულისა და 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ინგებორგ ბახმანის, იოზეფ ვაინჰებერისა, პაულ ცელანის, გიუნტერ გრასისა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებები.

* * *
ლექსი არ მინდა!
არ გამაგონოთ!
ულექსოდ ჯობდა ცხოვრება!
პროზამ ლირიკა დაახრჩო!
გადააგვარა მიმიკა
პ ო ე ტ ი ს!
ლექსი არ მინდა!
ვის ელექსება დღეს!
მოთქვამს და გოდებს
ურითმო ზღაპრებს
პ ო ე ტ ი!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები