წვეტურა სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „წვეტურა სახურავი“ გადაიტანა გვერდზე „სახურავი წვეტურა“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სახურავი წვეტურა“ გადაიტანა გვერდზე „წვეტურა სახურავი“ გადამი...)

05:06, 25 თებერვალი 2022-ის ვერსია

Wvetura saxuravi.jpg

წვეტურა სახურავი (ინგლ. gable roof) – ორფერდა სახურავი, რომლის ფერდები დახრილია გარე კედლების მიმართ. სახურავის სამი ძირითადი ფორმიდან (ცალფერდა, ორფერდა ანუ წვეტურა და ოთხფერდა) ყველაზე მეტად გავრცელებულია ორფერდა (წვეტურა) სახურავი, რასაც განაპირობებს აგების სიმარტივე და სხვენის მოწყობის შესაძლებლობა. წვეტურა სახურავი ტორსულ ნაწილებში ბოლოვდება სამკუთხა წვეტიანი ფრონტონებით, საიდანაც მოდის მათი დასახელება. სხვენის განათება და განიავება ხდება ფრონტონის ფანჯრებიდან ან ფერდებზე განთავსებული სამერცხულებიდან.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები