გულუა დათა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გულუა დათა“ გადაიტანა გვერდზე „დათა გულუა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დათა გულუა“ გადაიტანა გვერდზე „გულუა დათა“ გადამისამართებაზე) |
18:29, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია
გულუა დათა – (1984 – 2003), ქართველი პოეტი. დაიღუპა ავტოავარიის შედეგად და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა კრებულები: „დავბრუნდი თქვენთან” და „მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის”.
ცრემლის ორდენი
- წვიმა მოვარდა, ბინდი მოყარა,
- სარკეებივით გზას დააფინა გუბენი.
- ახალუხებში მოდიოდა ნისლის მაყარი,
- პეიზაჟს ხატავს ციდან რუბენსი.
- ქარი გააპეს სილუეტებმა,
- წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
- და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
- ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი.
- მარგალიტები მკერდს ჩამოგშლია,
- სხეული გიგავს ზამთრის სასახლეს,
- თეთრი ღამისთვის რომ უყეფია,
- თვით ნევის პირას კოლონადებით,
- იდუმალებით, მეფის სამარეს.