გურგენიძე ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავთანდილ გურგენიძე“ გადაიტანა გვერდზე „გურგენიძე ავთანდილ“ გ...)
ხაზი 2: ხაზი 2:
  
  
::: '''ეს გაზაფხული მობრძანდება'''
+
:: '''ეს გაზაფხული მობრძანდება'''
  
 
::გარბის ყინვა, გარბის თოვლი,
 
::გარბის ყინვა, გარბის თოვლი,

19:37, 27 თებერვალი 2022-ის ვერსია

გურგენიძე ავთანდილ – (1940 – 2004), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაური). 1969 წელს დაამთავრა თსუ. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო და საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. 1958 წელს მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: „იმედის კონები”, „ლექსები”, „გზა და ოცნება”.


ეს გაზაფხული მობრძანდება
გარბის ყინვა, გარბის თოვლი,
მზის სხივებით დაზაფრული...
კი არ მოდის, მობრძანდება
საყვარელი გაზაფხული.
მობრძანდება გადახატულ
მინდვრებით და ქუჩებითა,
სამ თვეს უნდა იმუშაოს
უხილავი ფუნჯებითა.
სილამაზით და სინაზით
მარტო თბილისს კი არ მოსავს,
საქართველოს დაამსგავსებს
მწვანე მთების კრიალოსანს.
სიხარული, სიყვარული
ლანქერივით მოძალდება...
გზა დაუთმეთ, კი არ მოდის,
გაზაფხული მობრძანდება!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები