გურგენიძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურგენიძე ავთანდილ – (1940 – 2004), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაური). 1969 წელს დაამთავრა თსუ. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო და საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. 1958 წელს მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: „იმედის კონები”, „ლექსები”, „გზა და ოცნება”.
- ეს გაზაფხული მობრძანდება
- გარბის ყინვა, გარბის თოვლი,
- მზის სხივებით დაზაფრული...
- კი არ მოდის, მობრძანდება
- საყვარელი გაზაფხული.
- მობრძანდება გადახატულ
- მინდვრებით და ქუჩებითა,
- სამ თვეს უნდა იმუშაოს
- უხილავი ფუნჯებითა.
- სილამაზით და სინაზით
- მარტო თბილისს კი არ მოსავს,
- საქართველოს დაამსგავსებს
- მწვანე მთების კრიალოსანს.
- სიხარული, სიყვარული
- ლანქერივით მოძალდება...
- გზა დაუთმეთ, კი არ მოდის,
- გაზაფხული მობრძანდება!