დავითაშვილი იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავითაშვილი იოსებ“ გადაიტანა გვერდზე „იოსებ დავითაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსებ დავითაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „დავითაშვილი იოსებ“ გად...) |
13:09, 28 თებერვალი 2022-ის ვერსია
დავითაშვილი იოსებ – (1850 – 1887), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ გარდატენში (გორი). 1880 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული – „სტვირი”; მისი პატრიოტული ლირიკა („წუთისოფელში ცხოვრება”, „ახალ მოლექსეს”, „მოხუცის სინანული”) „თერგდალეულთა” ზეგავლენას განიცდიდა; პოეტის ზოგი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო”, „მუშის სიმღერა”, „ბედის წყარო”); ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა მის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
- ჯეჯილი
- იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
- დაპურდი, გახდი ყანაო;
- იკურთხოს იმის მარჯვენა,
- ვინც გთესა, მოგიყვანაო!
- დაპურდი, ჩემო ნუგეშო,
- იზარდე თანდათანაო;
- ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,
- მზემ შუქი გფინოს თანაო.
- ქარმა გიღელვოს ზღვასავით,
- მწყრებმა მოგძახონ ნანაო;
- იზარდე, გაახარევი
- ყმაწვილი ჩემისთანაო.