ებანოიძე ზაალ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ებანოიძე ზაალ“ გადაიტანა გვერდზე „ზაალ ებანოიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზაალ ებანოიძე“ გადაიტანა გვერდზე „ებანოიძე ზაალ“ გადამისამარ...) |
00:15, 1 მარტი 2022-ის ვერსია
ებანოიძე ზაალ – (1939), პოეტი. დაიბადა სოფელ დიმში (ბაღდათი). 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1957 წელს პირველი ლექსები გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული – „ლექსები”; ავტორია პოეტური კრებულებისა: „მთვარის კელაპტარი“ (1977), „წვიმის შვილი“ (1979), „იწყება აღმართი” (1981), „ხატი მამული” (1985), „ციდან დასარეკი ზარები” (1986), „მარადიული რთველი” (1989), პოემები (1990), რჩეული (2008), „70 ლექსი” (2009); ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა; მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული თავისთავადობით და მრავალფეროვნებით.
აღარ ისმის `რაშო-რერა~...
აღარ ისმის `რაშო-რერა~,
– სანატრელი ხმები
და გსურს საფრთხის აშორება
მეტაფორულ თქმებით.
ჩაძირული ცხადი ძილში
მიზეზია სიზმრის
არც რო _ სიურეალიზმი,
არც რო _ ფუტურიზმი.
იწყებ: `თუმცა~ ანდა `თურმე~
სიტყვას სმენით ირჩევ;
აფსუს, რა დროს აფათურებს
ხელებს სულში ნიცშე.
სევდა უფრო გემატება
და მძიმდება თვალი,
იწვის ცაში კელაპტრებად
ჩინარები ჭალის.
ზოგჯერ _ მესენაკე ბერი,
ზოგჯერ _ სისხლის მონა,
შენსას ჭრი და შენსას მღერი,
შენი ადლით ზომავ.
მაგრამ, მაინც დუმხარ, სადაც
დევს სასაზღვრო ზოლი
და გზა გადის უფალსა და
ზარატუსტრას შორის.