ზუროშვილი ნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზუროშვილი ნელი“ გადაიტანა გვერდზე „ნელი ზუროშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნელი ზუროშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ზუროშვილი ნელი“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:28, 7 მარტი 2022 მდგომარეობით

ზუროშვილი ნელი − (1951), პოეტი. დაიბადა თელავში. 1968 წელს დაამთავრა თელავის რუსული საშუალო სკოლა, 1971 წელს – თელავის სამუსიკო სასწავლებელი, 1978 წელს − ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1994 წელს − საქართველოს ხელოვნების აკადემია ფორტეპიანოს სპეციალობით.


მე და ქარი
ამინდი თბილი, ირგვლივ სიმშვიდე,
უქაროდ მომწყინდა... უეცრად ქარმა,
რომ არ ველოდი, ფოთლები მოწყვიტა,
ხე გააშიშვლა, წელში მოღუნა
და შეარხია: ქარმა ფოთლების
ოქროს სამოსი შემომახვია.
გაგიჟებულმა ცისფერი კაბა
შემომახია! და მერე ისევ
ოქროს ფოთლების ოქროს სამოსი
ძალზე სათუთად, თითქოს პატარას,
შემომახვია.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები