თვარაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: რევაზ თვარაძე '''თვარაძე რევაზ''' – (1928 – 2006), [[ქა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თვარაძე რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ თვარაძე“)

17:29, 8 მარტი 2022-ის ვერსია

რევაზ თვარაძე

თვარაძე რევაზ – (1928 – 2006), ქართველი მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ უხუთში (ვანი). 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორად, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვა. თარგმნილი აქვს ლერმონტოვის, ბლოკის, ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: „სოფელი”, „ქალაქი” და სხვა.


ავეტიქ ისააკიანი
თარგმნა რევაზ თვარაძემ
სიზმრად ვიხილე: თითქოს მძინარი
ზღვა ლივლივებდა ლურჯი,
ნაპირთან ვიწექ სისლხდამდინარი,
დაჭრილი, ბედის ურჩი.
გავაყოლებდი მზერას ზღვისაკენ,
ზღვას ჰქონდა ფიქრი შორი,
მე კი განწირულს სიცოცხლისაგან
სისხლის დამდინდა ტბორი.
უცებ ხმა მესმის სევდით ნაფერი,
დაფარა იგი არე –
ოჰ, ეს ხომ დედა შორი ნაპირით
მიხმობდა მშობელ მხარეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები