საჭმელი ხარისფაშვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „საჭმელი ხარისფაშვა“ გადაიტანა გვერდზე „ხარისფაშვა საჭმელი“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ხარისფაშვა საჭმელი“ გადაიტანა გვერდზე „საჭმელი ხარისფაშვა“ გად...) |
14:12, 9 მარტი 2022-ის ვერსია
საჭმელი ხარისფაშვა
Morchella esculenta Fr.
Сморчок настоящий
ქუდი – 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა; კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანია, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურა;
ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო.
სპორები – ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრულ ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით. პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად და ჭრა და 5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს.