ყურა სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ყურა სოკო“ გადაიტანა გვერდზე „კაცისყურა“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „კაცისყურა“ გადაიტანა გვერდზე „ყურა სოკო“ გადამისამართებაზე) |
14:56, 9 მარტი 2022-ის ვერსია
ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდა იუდას ყური)
Hirneola auricula judae (Bull. Ex St. Am.) Berk
Иудино ухо
ნაყოფსხეული – მჯდომარეა სუბსტრატზე, 12 სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს, ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-მოწითალომდე, ტიტველი.
სპორები – 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი.
იზრდება ცოცხალ დიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ–შემოდგომით. შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება.