გრძელფეხა უდემანსიელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''გრძელფეხა უდემანსიელა''' (''ლათ''. Oudemansiella longipes (Bu...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Grdzelfexa.PNG| | + | [[ფაილი:Grdzelfexa.PNG|150px|right]] |
'''გრძელფეხა უდემანსიელა''' (''ლათ''. Oudemansiella longipes (Bull. Ex Amans) Meser. ''რუს''. Денехка длинноногая) | '''გრძელფეხა უდემანსიელა''' (''ლათ''. Oudemansiella longipes (Bull. Ex Amans) Meser. ''რუს''. Денехка длинноногая) | ||
18:08, 15 მარტი 2022-ის ვერსია
გრძელფეხა უდემანსიელა (ლათ. Oudemansiella longipes (Bull. Ex Amans) Meser. რუს. Денехка длинноногая)
ქუდი – 3-6 სმ დიამეტრისაა, ჯერ მომრგვალებულ-კონუსისებრია, შემდეგ-ბრტყელი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი ბოჭკოვან– ხავერდოვანია, ნაცრისფერ-ყავისფერი. ფირფიტები თავისუფალია, მეჩხერი, შუაში განიერი, ბოლოებში დამრგვალებული, მოყვითალო-თეთრი.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,8-1 სმ სისქისაა, ქუდისკენ წვრილდება, ძირში გამსხვილებულია და ფესვისებურადაა წაგრძელებული, ბუსუსოვან-ხავერდოვანი ზედაპირითაა, მუქმურა-ყავისფერია.
სპორები – განიერ-ელიფსისებრი, თითქმის სფეროსებრი, უფერული, 8-9X6-6,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიფლნარ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი გამოიყენება.