მგლის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''მგლის სოკო''' (''ლათ''. Coprinus micaceus (Bull: Fr.) Fr. ''რუს''. Навоз...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
'''იზრდება''' ნიადაგზე, ნაკელიან ადგილებზე, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს მთელი წლის მანძილზე. | '''იზრდება''' ნიადაგზე, ნაკელიან ადგილებზე, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს მთელი წლის მანძილზე. | ||
| − | საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩობაში, მაგრამ ალკოჰოლთან ერთად შხამიანია. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. | + | საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩობაში, მაგრამ [[ალკოჰოლი|ალკოჰოლთან]] ერთად შხამიანია. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. |
მიმდინარე ცვლილება 20:38, 16 მარტი 2022 მდგომარეობით
მგლის სოკო (ლათ. Coprinus micaceus (Bull: Fr.) Fr. რუს. Навозник мерцающий)
ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ზარისებრი, კიდეებთან ბოჭკოყას ზოლიანია, ზედაპირი დაფარულია მბზინავი ქერცლებით, რომლებიც სოკოს მომწიფებისთანავე ქრება, მოყვითალო-მურაა, ცენტრში უფრო მუქი ფირფიტები, დასაწყისში თეთრია, შემდეგ შა ვდება.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,3-0,5 სმ სისქისაა, თეთრია.
რბილობი – თხელი მოთეთრო-ჩალისფერი სასიამოვნო გემოთი და სოკოს დამახასიათებელი სუნით.
სპორები – 7,5-10X4,5-6,5მკმ. ელიფსისებრია, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი.
იზრდება ნიადაგზე, ნაკელიან ადგილებზე, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს მთელი წლის მანძილზე. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩობაში, მაგრამ ალკოჰოლთან ერთად შხამიანია. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.