კალანდია რენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კალანდია რენე“ გადაიტანა გვერდზე „რენე კალანდია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რენე კალანდია“ გადაიტანა გვერდზე „კალანდია რენე“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:37, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

რენე კალანდია

კალანდია რენე – (1944 – 2014), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი კრებული სახელწოდებით „ხსოვნის ყვავილები“ აფხაზეთში 1972 წელს დაიბეჭდა. 2011 წელს სერიით „ასი ლექსი“ გამოიცა რენე კალანდიას განახლებული კრებული, სადაც მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსებიც შევიდა. მის შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც კარგად იცნობენ. მთლიანობაში რენე კალანდიას ეკუთვნის 15 პოეტური კრებული, მათ შორისაა: „კონცერტი”, გამოფენა”, „სეზონის დახურვა”, „ოთხი სიმის ოთხი სხივი”, „კვადრატული ღრუბელი”, „გამოთხოვება „ალკოჰოლთან”, „ნერვიული ქვაფენილი” და სხვა. რენე კალანდია მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა, მას თარგმნილი აქვს ფრანგი, პოლონელი, ბალტიისპირელი და შვედი პოეტების ლექსები.


თივის და გოგოს ბალადა
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
(თითქოს ყვება ისტორიულ ამბავს),
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ზაფხული და შენი მოკლე კაბა.
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
ვარსკვლავები უპირველეს ღამის…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
უცნაურად მოცახცახე წამი…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა…
თივის სუნი და ნაცნობი სუნთქვა…
ყველაფერში დამნაშავე იყო თივა,
წავიდა და არაფერი უთქვამს…


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები