ცრუ ქამა
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
'''იზრდება''' ნიადაგზე, ხშირად ჯგუფურად, ფოთლოვან ტყეში, ტყისპირებში, ზოგჯერ საძოვრებზე, განსაკუთრებით თიხნარ ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. | '''იზრდება''' ნიადაგზე, ხშირად ჯგუფურად, ფოთლოვან ტყეში, ტყისპირებში, ზოგჯერ საძოვრებზე, განსაკუთრებით თიხნარ ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. | ||
| − | მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვული ცენტრების [[დამბლა|დამბლას]]. | + | მომაკვდინებელი [[შხამიანი სოკოები|შხამიანი სოკოა]], იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვული ცენტრების [[დამბლა|დამბლას]]. |
'''შენიშვნა:''' უყურადღებობით ან უცოდინარობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც ქამა სოკო. ცრუ-ქამა ჰგავს საჭმელ ქამას, განსხვავდება იმით, რომ ფეხზე საყელო არ ახასიათებს. | '''შენიშვნა:''' უყურადღებობით ან უცოდინარობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც ქამა სოკო. ცრუ-ქამა ჰგავს საჭმელ ქამას, განსხვავდება იმით, რომ ფეხზე საყელო არ ახასიათებს. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:06, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
ცრუ ქამა (ლათ. Rhodophyllus sinatus (Fr.) Sing. რუს Ложный шампиньон)
ქუდი – 5-20 სმ დიამეტრისაა, ამობურცულია, შემდეგ – გაბრტყელებული, შუაში ახასიათებს განიერი ბორცვაკი, შემდეგ კი ჩაღრმავებულია. ტალღოვანი ზედაპირით, ზოლიანი თხელი კიდეებით, ჯერ შიშველია, შემდეგ კი ბოჭკოვან-ზოლიანი,მოთეთროა ან ხორცისფერ-მოყვითალოა. ფირფიტები თითქმის თავისუფალია, განიერი, მეჩხრად განწყობილი, ჯერ მოთეთროა, შემდეგ კი მოვარდისფრო-ხორცისფერი ელფერით.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 1-2.5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, სწორი, ოდნავ ზოლიანი ზედაპირით, მოთეთროა.
რბილობი – თეთრია, ფქვილის სუნით.
სპორები – კუთხოვანია, ვარდისფერი, 8-10X7-8,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ხშირად ჯგუფურად, ფოთლოვან ტყეში, ტყისპირებში, ზოგჯერ საძოვრებზე, განსაკუთრებით თიხნარ ნიადაგზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მომაკვდინებელი შხამიანი სოკოა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და ნერვული ცენტრების დამბლას.
შენიშვნა: უყურადღებობით ან უცოდინარობით შეიძლება შეგროვდეს, როგორც ქამა სოკო. ცრუ-ქამა ჰგავს საჭმელ ქამას, განსხვავდება იმით, რომ ფეხზე საყელო არ ახასიათებს.