ცრუმანჭკვალა
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
'''იზრდება''' დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ძირნაყარ ტოტებზე ზაფხულ-შემოდგომით. | '''იზრდება''' დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ძირნაყარ ტოტებზე ზაფხულ-შემოდგომით. | ||
| − | მომაკვდინებელი შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების სიდამბლავეს, რომლებიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას იწვევს მათ [[დამბლა|დამბლას]]. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც [[შხამა|შხამათი]] მოწამვლისას. საჭმელი მანჭკვალასაგან გარეგნულად განსხვავდება ნაყოფსხეულის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით. | + | მომაკვდინებელი [[შხამიანი სოკოები|შხამიანია]], იწვევს ნერვული ცენტრების სიდამბლავეს, რომლებიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას იწვევს მათ [[დამბლა|დამბლას]]. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც [[შხამა|შხამათი]] მოწამვლისას. საჭმელი მანჭკვალასაგან გარეგნულად განსხვავდება ნაყოფსხეულის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით. |
მიმდინარე ცვლილება 13:09, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
ცრუმანჭკვალა (ლათ. Hypholoma sublateritium (Fr.) Qluel. რუს. Ложноопёнок кирпично-красный)
ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილი, აგურისფერ-წითელი, კიდეებთან მოყვითალოა, ზედაპირი ზოგჯერ ნაზი თეთრი ფიფქებითაა დაფარული. ფირფიტები შეზრდილია ფეხთან; ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მოშავო-მომწვანო-მოყვითალო.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,8-1,5 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ძირში დაწვრილებული, მოყვითალო, ძირში ბოჭკოვანი და ყავისფერი.
რბილობი – ყვითელი, მწარე.
სპორები – ელიფსისებრი, სადა ზედაპირით, 6-8X3-4 მკმ.
იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ძირნაყარ ტოტებზე ზაფხულ-შემოდგომით. მომაკვდინებელი შხამიანია, იწვევს ნერვული ცენტრების სიდამბლავეს, რომლებიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას იწვევს მათ დამბლას. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც შხამათი მოწამვლისას. საჭმელი მანჭკვალასაგან გარეგნულად განსხვავდება ნაყოფსხეულის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით.