კორნაპელი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კორნაპელი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი კორნაპელი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი კორნაპელი“ გადაიტანა გვერდზე „კორნაპელი გიორგი“ გადამ...)

13:57, 22 მარტი 2022-ის ვერსია

კორნაპელი გიორგი − (1932 − 1997), ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი − კაპანაძე. დაიბადა სოფელ პირველ სვირში (ზესტაფონი). 1950 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1957 წელს — ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „ლურჯი სათიბი“, აგრეთვე წიგნები: „გაზაფხულის ზარები“, „ზღვის ტაძარი“, „ჟამი სინათლისა“, „მარადიული პაემანი“ და სხვა. გიორგი კაპანაძის პოეტური აზროვნება გამოირჩევა ფანტაზიით და მეტაფორულობით. დაკრძალეს მშობლიურ სოფელში, არა სასაფლაოზე, არამედ, ანდერძისამებრ, ე.წ. კორნაპის სერზე.


ეს გაზაფხული
ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი
და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.
უცხო მზეები, უცხო მზეები
დამიძახებენ უცხო მიწებზე.
ეს გაზაფხული ტბორდება მწვანედ.
მწვანე ტოტებად, მწვანე ბალახად,
დადის სიცოცხლე ყველაზე დიდი
ყველა წყვდიადი რომ გადალახა.
ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი
და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.
უცხო მზეები და გაზაფხული
დამიძახებენ უცხო მიწებზე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები