მამფორია ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოთარ მამფორია“ გადაიტანა გვერდზე „მამფორია ოთარ“ გადამისამარ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მამფორია ოთარ''' — (1924 – 2000), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა („ცისკრის ვარსკვლავი”, 1959, „საქართველო ჩირაღდანად მინთია!”, 1999). თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ლექსები. | + | [[ფაილი:Otar mamforia.JPG|thumb|ოთარ მამფორია]] |
| + | '''მამფორია ოთარ''' — (1924 – 2000), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა („ცისკრის ვარსკვლავი”, 1959, „საქართველო ჩირაღდანად მინთია!”, 1999). თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ლექსები. | ||
16:37, 23 მარტი 2022-ის ვერსია
მამფორია ოთარ — (1924 – 2000), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა („ცისკრის ვარსკვლავი”, 1959, „საქართველო ჩირაღდანად მინთია!”, 1999). თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ლექსები.
- თოვლი
- ამ სისხამ დილით თოვლში პირველად
- ხელის მოჩრდილვით ცეცხლი ვაკვესე.
- ვით მოფარფატე თეთრი პეპელა,
- ისე დამაკვდა ფიფქი ბაგეზე.
- ალბათ, თბილისში ახლა არ ცივა,
- კოჯრის ნიავი ფოთლებს აქეზებს,
- მწვანე ფერებში ელავს მთაწმინდა
- და სხივებს აბნევს მზე რუსთაველზე.
- აქ კი არყები ტოტებდახრილი,
- ელიან სხივთა ამონათებას.
- შორს დათოვლილი მიქრის მარხილი,
- შორს არის ჩემი ციცინათელაც...
- ცვივა და ცვივა ფრთადასეტყვილი
- ფიფქები − ზამთრის თეთრი პეპლები,
- მივდივარ თოვლში ხმაგაკმენდილი,
- მივდივარ, მაგრამ სად შეგეყრები.