სასუნთქი გზების კიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სასუნთქი გზების კიბო''' — ტერმინი – სასუნთქი გზების კიბო, გუ...)
 
(პირის ღრუს, პირ-ხახის, ხახის და ხორხის კიბო)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
==== პირის ღრუს, პირ-ხახის, ხახის და ხორხის კიბო ====
 
==== პირის ღრუს, პირ-ხახის, ხახის და ხორხის კიბო ====
 
* [[პირის ღრუს და ენის კიბო]]
 
* [[პირის ღრუს და ენის კიბო]]
* პირ-ხახის კიბო
+
* [[პირ-ხახის კიბო]]
 
* ხახის ქვედა ნაწილის კიბო
 
* ხახის ქვედა ნაწილის კიბო
 
* ხორხის კიბო
 
* ხორხის კიბო

14:54, 31 მარტი 2022-ის ვერსია

სასუნთქი გზების კიბო — ტერმინი – სასუნთქი გზების კიბო, გულისხმობს პირის, ხახის, ცხვირის, ცხვირ-ხახის, სინუსების და ხორხის ავთვისებიან სიმსივნეებს.

ჯამში, კიბოთი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობიდან, ამ კიბოს გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 12%-ია კაცებში, ხოლო ქალებში – 1,5%

პირის ღრუს, ხახის და ხორხის კიბოს ერთად განხილვის საბაბს იძლევა ამ დაავადებების ერთგვაროვნება ეტიოლოგიური და კლინიკურ –ჰისტოლოგიური კუთხით. ცხვირის და სინუსების კიბოები შეიძლება ერთად განვიხილოთ, რადგანაც მათ ერთგვარი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ.

ვისაუბროთ ზემოაღნიშნულ ერთგვაროვნებაზე.

სარჩევი

ჰისტოლოგია

როგორც წესი, ამ რეგიონის კიბოები ეპითელიომებით არის წარმოდგენილი. ლიმფომები ძალიან იშვიათია და ვითარდება ამ მიდამოს ლიმფოიდურ ქსოვილებზე: ტონზილები, ენის ტონზილა ან ხახის ლიმფოდური ქსოვილი.

ეპიდემიოლოგია

პაციენტები, ძირითადად, მამრობითი სქესის არიან. გამომწვევი არის ქრონიკული გაღიზიანება ალკოჰოლით და სიგარეტით. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს კბილი, პროთეზი, ქრონიკული ტრავმები ენის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

კვლევის სქემა

პირის, ხახის და ხორხის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში, კვლევის პროტოკოლი უნდა იყოს შემდეგი:

— სიმსივნის ზუსტი ტოპოგრაფიული აღწერა;
— ოროფარინგეალური სივრცის მთლიანი დათვალიერება, მეორე ლოკალიზაციის გამოსარიცხად;
— კისრის ლიმფური კვანძების დათვალიერება და, ადენოპათიის შემთხვევაში, მათი ზუსტი შეფასება ზომისა და ადგილმდებარეობის კუთხით;
— საყლაპავის და ხორხის ენდოსკოპიური დათვალიერება – პანენდოსკოპია, რომელიც სისტემატურად ტარდება კიბოიან პაციენტებში;
— დათვალიერებით უნდა განვსაზღვროთ სიმსივნის ლორწოვან გარსზე გავრცელება. ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსი გვეხმარება სიმსივნის გავრცელების განსაზღვრაში (ხრტილოვანი, ძვლოვანი, ლიმფურ –კვანძოვანი თუ კუნთოვანი);

სიმპტომები

ამ რეგიონის კიბოს კლინიკური სიმპტომატოლოგია დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე.

პირის ღრუს, პირ-ხახის, ხახის და ხორხის კიბო

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები