მელაშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მელაშვილი კოტე“ გადაიტანა გვერდზე „კოტე მელაშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kote melashvili.JPG|thumb|წარწერის ტექსტი]]
 
'''მელაშვილი კოტე''' — (1923) —  ქართველი სამხედო მოღვაწე, პოეტი. 1942 წლიდან იგი გაიწვიეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამუშაოდ. მონაწილეობას იღებდა საბრძოლო [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციებში]] გერმანელი ჯაშუშებისა და დივერსანტების წინააღმდეგ. ასრულებდა მთავრობის დავალებებს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. კოტე მელაშვილი საბჭოთა [[შეიარაღებული ძალები]]ს თადარიგის [[ოფიცერი]] იყო.
 
მიმდინარე ცვლილება 12:46, 4 აპრილი 2022 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

მელაშვილი კოტე — (1923) — ქართველი სამხედო მოღვაწე, პოეტი. 1942 წლიდან იგი გაიწვიეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამუშაოდ. მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ოპერაციებში გერმანელი ჯაშუშებისა და დივერსანტების წინააღმდეგ. ასრულებდა მთავრობის დავალებებს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. კოტე მელაშვილი საბჭოთა შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი იყო.

ლალხორი
აქოჩრილ სათიბს ვარცხნის ბორიო,
მერე ხევებში შედის და მღერის,
თითქოს უკითხავს ნაძვებს შორიდან
ბარის მორთმეულ მოკითხვის წერილს.
აგერ, კლდეების თეთრი ქიმები
ულაყებივით დგანან ყირაზე,
აგერ, სულ ახლოს აციმციმდება
უშბის გუმბათის ლურჯი მირაჟი...
და საძოვრების მწვანე სიშორე,
ფიჭვის და წიფლის შავი უღრანი
შეჭიდებია ღრუბლების მორევს,
მთები შუბებით ზეცას ბურღავენ.
ისევ კლდეების თეთრი ქიმები
ულაყებივით დგანან ყირაზე,
ისევ სულ ახლოს აციმციმდება
უშბის გუმბათის ლურჯი მირაჟი..

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები