მიქაუტაძე ამირან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მიქაუტაძე ამირან''' — (1929 – 2014), პოეტი და პედაგოგი. დაიბადა ამბრ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამირან მიქაუტაძე“ გადაიტანა გვერდზე „მიქაუტაძე ამირან“ გადამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 14:05, 5 აპრილი 2022 მდგომარეობით
მიქაუტაძე ამირან — (1929 – 2014), პოეტი და პედაგოგი. დაიბადა ამბროლაურის რაიონში. 1947 წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ერთი წლის, შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; მისი ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1967 წელს, სოხუმში. 10-მდე პოეტური კრებულის ავტორია. 1952-1953 წლებში იყო აზერბაიჯანის ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. შემდეგ სოხუმში დაბრუნდა და მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, გაზეთის კორესპონდენტად.