თეიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეიზმი''' - ''(ბერძ. theós „ღმერთი“.)'' 1. არის მოძღვრება, რომელიც დაფ...)
 
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
  
3. მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპის სულიერ ისტორიაში დამკვიდრდა თეიზმის ცნება, შექმნილი და შემდგომში განვითარებული ქრისტიანულ რელიგიასა და თანამედროვე ათეიზმთან, დეიზმთან, პანთეიზმთან მიმართებაში. თეიზმი აღნიშნავს ნააზრევს, დაფუძნებულს ღმრთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე (ათეიზმის საპირისპიროდ). ეს ღმერთი აღიქმება აბსოლუტურ და ტრანსცენდენტულ არსებად (პანთეიზმის საწინააღმდეგოდ), პიროვნული და ცოცხალია და სამყაროს შექმნის (რომელიც განიმარტება, როგორც შექმნა არაფრისაგან – creatio ex nihilo) შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას სამყაროში და მის არსებობას უზრუნველყოფს (დეიზმის საწინააღმდეგოდ). არსებობა ღმრთისა, რომელიც მოიაზრება თავისუფალ, თვითაქტიურ, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფ, ყოვლისმცოდნე, კეთილად და მარადიულად, ან, როგორც ზნეობრივ ვალდებულებათა საფუძვლად, სულად და ა.შ., თეიზმში შეცნობილი ან დამტკიცებული უნდა იქნეს გონების დახმარებით (ღმრთის არსებობის დამადასტურებელი საბუთები), ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსნის ისტორიაში ღმრთის გამოცხადებისათვის თავის არიდება მისი უარყოფის გარეშე.
 
 +
 +
 +
 +
 +
  
== წყარო ==
 
== წყარო ==
1. ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
+
1. ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  
2. პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი].  
+
2. პეტროზილო პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი].  
  
3. რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
+
3. რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
  
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:თეოლოგია]]
 
[[კატეგორია:თეოლოგია]]

14:24, 23 თებერვალი 2017-ის ვერსია

თეიზმი - (ბერძ. theós „ღმერთი“.) 1. არის მოძღვრება, რომელიც დაფუძნებულია ღმერთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე. ანუ ესაა რელიგიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს, რომ არსებობს განსაკუთრებული გონიერი პიროვნება - ღმერთი, რომელმაც შექმნა ქვეყანა და განაგებს მას.

2. დეიზმის საპირისპირო რელიგია, რომელიც აღიარებს ღმერთს – ტრანცენდენტულს (ქმნილების გარეშე მყოფს) და იმანენტურს (მასში მყოფს) იმავდროულად, ღმერთს, რომელსაც შეუძლია თავის მიერ შექმნილი წესრიგის შეცვლა (სასწაულქმედება); ღმერთს, რომელიც ცნობს თავის ქმნილებას, მითუმეტეს ადამიანს; ღმერთს, ვისთანაც ადამიანს შეუძლია ურთიერთობა; ღმერთს, რომელიც არის პიროვნება და, რომელსაც შეგიძლია მიმართო – „შენ“; ღმერთს, რომელსაც შეგიძლია მოუხმო გასაჭირში იმ იმედით, რომ მოგისმენს, ღმერთს, რომელმაც იცის ადამიანის ასავალდასავალი და კითხულობს მის ზრახვებს, და რომელსაც არაფერი დაემალება. ასეთი ღმერთისადმი რწმენის არსებობამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო ფსალმუნები, სადაც ღმერთი და ადამიანი დიალოგში არიან ჩაბმულნი.

3. მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპის სულიერ ისტორიაში დამკვიდრდა თეიზმის ცნება, შექმნილი და შემდგომში განვითარებული ქრისტიანულ რელიგიასა და თანამედროვე ათეიზმთან, დეიზმთან, პანთეიზმთან მიმართებაში. თეიზმი აღნიშნავს ნააზრევს, დაფუძნებულს ღმრთის არსებობის მტკიცე დაჯერებულობაზე (ათეიზმის საპირისპიროდ). ეს ღმერთი აღიქმება აბსოლუტურ და ტრანსცენდენტულ არსებად (პანთეიზმის საწინააღმდეგოდ), პიროვნული და ცოცხალია და სამყაროს შექმნის (რომელიც განიმარტება, როგორც შექმნა არაფრისაგან – creatio ex nihilo) შემდეგაც განაგრძობს მოქმედებას სამყაროში და მის არსებობას უზრუნველყოფს (დეიზმის საწინააღმდეგოდ). არსებობა ღმრთისა, რომელიც მოიაზრება თავისუფალ, თვითაქტიურ, ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფ, ყოვლისმცოდნე, კეთილად და მარადიულად, ან, როგორც ზნეობრივ ვალდებულებათა საფუძვლად, სულად და ა.შ., თეიზმში შეცნობილი ან დამტკიცებული უნდა იქნეს გონების დახმარებით (ღმრთის არსებობის დამადასტურებელი საბუთები), ისე, რომ შესაძლებელი იყოს ხსნის ისტორიაში ღმრთის გამოცხადებისათვის თავის არიდება მისი უარყოფის გარეშე.

წყარო

1. ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

2. პეტროზილო პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი].

3. რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები