ნიჟარაძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნიჟარაძე შოთა''' – (1923 – 1987), პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიჟარაძე შოთა“ გადაიტანა გვერდზე „შოთა ნიჟარაძე“)

16:23, 6 აპრილი 2022-ის ვერსია

ნიჟარაძე შოთა – (1923 – 1987), პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთების – „სიმართლის“, „სტალინელის“, „ქუთაისის“რედაქციებში, გაზეთ „ლელოს“ საკუთარ კორესპონდენტად ქუთაისის ზონაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მეოცე საუკუნის 50-იან წლებში. ავტორია ლირიკული ლექსების კრებულებისა: „სიჭაბუკის ბალადა“, „ლექსები“, „მზიანი ბილიკები“ და სხვა. მისი საბავშვო პიესები ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრშია დადგმული.


* * *
წლებმა გადახნა ჩემი შუბლი და
მხოლოდ სიმართლე მალაპარაკა.
ნელა ამომაქვს ალალ გულიდან
ნედლი სითბო და სიტყვის ბარაქა.
ყველაზე გამძლე ფესვი მეზრდება,
როს ცვრიან მიწას ვფარცხავ ხელებით.
მე ჩასაწურავ ლექსის მეზვრე ვარ
ადამის ძეთა საწნახელებში.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები