ნიშნიანიძე გიზო
(ახალი გვერდი: '''ნიშნიანიძე გიზო''' — (1928 – 2011), ქართველი მწერალი და...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიშნიანიძე გიზო“ გადაიტანა გვერდზე „გიზო ნიშნიანიძე“) |
16:37, 6 აპრილი 2022-ის ვერსია
ნიშნიანიძე გიზო — (1928 – 2011), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების – „ახალგაზრდა კომუნისტის“, „თბილისის”, „კომუნისტის”, „ნიანგის” რედაქციებში. მას ეკუთვნის წიგნები: „სიცილის არქივიდან” (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი „გიზო ნიშნიანიძე“, შეადგინა კრებული „დავით სარაჯიშვილი” და სხვა. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს ეძღვნება პოემა „პაემანი ვერაზე“. პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
- * * *
- გათითოკაცება გვაოხერტიალებს,
- ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი.
- რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს
- ეს არის, ეს არის, ეს არის მთავარი!
- თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!
- ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე
- შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,
- ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ.