კინწურაშვილი მიხეილ
(ახალი გვერდი: '''იასამანი''' — (1885–1955), ნამდვილი სახელი და გვარი — მიხეილ კინწურ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟგიმარიონი“ გადაიტანა გვერდზე „კინწურაშვილი მიხეილ“ გადამის...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mixeil kincurashvili.JPG|thumb|მიხეილ კინწურაშვილი]] | ||
'''იასამანი''' — (1885–1955), ნამდვილი სახელი და გვარი — მიხეილ კინწურაშვილი. ფსევდონიმები – იალონი, ჟგიმარიონი. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. | '''იასამანი''' — (1885–1955), ნამდვილი სახელი და გვარი — მიხეილ კინწურაშვილი. ფსევდონიმები – იალონი, ჟგიმარიონი. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:03, 8 აპრილი 2022 მდგომარეობით
იასამანი — (1885–1955), ნამდვილი სახელი და გვარი — მიხეილ კინწურაშვილი. ფსევდონიმები – იალონი, ჟგიმარიონი. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი.
დაიბადა სოფელ შხეფში (სენაკი). 1912 წელს დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1912-1916 წლებში მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში, 1916-1919 წლებში კი — გორში, ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922 წლებში იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1928-1929 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905 წლებში ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მწყემსში“, „მოგზაურში“, „ჩვენ ხმაში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“, ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
- პოეტს
- თუ სიმებად გაიხადე
- დაჩაგრული ხალხის გული
- თუ თითებს ზედ ათამაშებ,
- წმინდა გრძნობით გამსჭვალული...
- თუ რომ კალმით აღარ ხაზავ
- შენ ორმაგად ბედის ქაღალდს,
- ხალხს თუ ძველსაც შეაყვარებ
- და გარდასცემ რასმე ახალს;
- თუ ორჭოფად აღარა ჰყეფს
- რჩეულთ ხვედრი – შენი ჩანგი,
- და ერთს საგანს მსახურებენ
- მისი ხმები, მისი ჰანგი;
- გაიხარე! შენი არის
- ამოდენა ხალხის გული,
- წმინდა ნაყოფს გამოიღებს
- თესლი, მასში ჩანერგული!.