რობაქიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით რობაქიძე“ გადაიტანა გვერდზე „რობაქიძე დავით“ გადამისამ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Robaqidze davit.JPG|thumb|დავით რობაქიძე]]
 
'''რობაქიძე დავით''' − (1975), პოეტი. სწავლობდა სოფელ ჩხარის (თერჯოლა) საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი, ლიტერატორის სპეციალობით, ასევე − მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმის საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი,
 
ქვაზე მხატვრული მჭრელის სპეციალობით. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ქართული პერიოდიკის შემდეგ გამოცემებში: „საუნჯე”, „ლიტერატურული გაზეთი“, „აფრა“, „ალტერნატივა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურული საქართველო“, „პარადოქსი“, „ნობათი“. გამოცემული აქვს წიგნები: „ქართული ანბანი“ (2015), „ერთხელ ზოოპარკში“ (2008), „რას ნიშნავს ადამიანი“ (2007). სისტემატურად მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებსა
 
მიმდინარე ცვლილება 17:03, 8 აპრილი 2022 მდგომარეობით

დავით რობაქიძე

რობაქიძე დავით − (1975), პოეტი. სწავლობდა სოფელ ჩხარის (თერჯოლა) საშუალო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი, ლიტერატორის სპეციალობით, ასევე − მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმის საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი, ქვაზე მხატვრული მჭრელის სპეციალობით. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ქართული პერიოდიკის შემდეგ გამოცემებში: „საუნჯე”, „ლიტერატურული გაზეთი“, „აფრა“, „ალტერნატივა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურული საქართველო“, „პარადოქსი“, „ნობათი“. გამოცემული აქვს წიგნები: „ქართული ანბანი“ (2015), „ერთხელ ზოოპარკში“ (2008), „რას ნიშნავს ადამიანი“ (2007). სისტემატურად მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებსა და მთარგმნელობით მასტერკლასებში.

როგორ ვისწავლე ცურვა
იმ თამაშს ერქვა მგელობანა, არ ჩანდა მწვრთნელი,
ხელის კვრით წყალში გადამაგდეს, დამინდო მგელმა,
აზრი არ ჰქონდა ჩაჭრას ვიდრე ვსწავლობდი ჩემით,
ძაღლურად მოსმას, ბაყაყურად კუმშვას და ბერვას.
მერე თანდათან შევეჩვიე ოფოფურს, ხარულს,
გულაღმა წოლას,
ბრუნვით ცურვას, ყვინთვას და მხარულს,
მოვირგე ბევრი სახეობის ჩარჩო და როლი,
ხან ვინ ჩავჭერი, ხან ვინ ჩამჭრა, ასეა ომი.
ვისწავლე ხელის აცილება, თამაშის წესებს
ვიცავდი, მგლობას გავურბოდი, ვერიდებოდი,
დავტოვე წყალი, ნაპირისკენ გავყევი მწყემსებს,
მიწაზე მძიმედ გამოსული დიდხანს ვშრებოდი.
და მიყვარს წყალი, ვინც გამრეცხა, ამდენი ჭუჭყი
წაიღო ჩემგან, შენიდანაც მალე წაიღებს,
რადგან თამაშით დაფარული სიცხადე უწყი,
გადაიკითხე კიდევ ერთხელ, თუ ვერ გაიგე.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები