სულაკაური გიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სულაკაური გიგი''' – (1953 – 2012), ქართველი მწერალი და ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სულაკაური გიგი“ გადაიტანა გვერდზე „გიგი სულაკაური“) |
12:27, 13 აპრილი 2022-ის ვერსია
სულაკაური გიგი – (1953 – 2012), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა თბილისში, არჩილ სულაკაური ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978 წელს იყო ალმანახ „საუნჯის“, 1979 წელს – მთარგმნელობითი კოლეგიის განყოფილების და ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: „საგნები თოვლში“ (1982), „ზოდიაქოს ბორბალი“ (1985), „ხეები, ბიჭი და სხვა...“ (1995), „ქუჩის ბიჭების გასაგონად“ (2000); მოთხრობების კრებულები: „მე და ჩემი ლიზა“(2004), „თამაში რევოლვერით“ (2009).
- ქუჩის ბიჭების გასაგონად
- უთხარი დედას,
- რომ ამაღამ არ დამელოდოს –
- ჩრდილების სადგურს არ მოადგა
- მატარებელი.
- დაივიწყოს
- მაგიდაზე დატოვებული ჩემი არჩივი –
- პურიც, ღვინოც, სიყვარულიც
- ხელუხლებელი...
- ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა,
- ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა,
- მდინარის დევნა – ზღვამდე მიჰყავხარ...
- უფრო ძნელი კი – შინ დაბრუნება.
- თუმცა რას ვამბობ, ეს ყველაფერი
- ხომ უკვე იყო,
- ნანახი მაქვს, გამოცდილი და გადაყრილი...
- მაგრამ იგივე მაინც არ არის,
- (გადამავიწყდა, რომ სამყარო წამში იცვლება)
- მეც ხომ იგივე აღარა ვარ –
- რაც დავიბადე,
- იმის მერე თითქმის ყველა დღემ
- ძველი ძონძივით შემომაფლითა
- ჩემივე თავის თითო ნაწილი –
- ჩრდილიღა დავრჩი და ამასაც აქა ვტოვებ,
- ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში –
- ჩრდილების სადგურს არ მოადგა
- მატარებელი.