ტაბატაძე ალექსანდრე (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტაბატაძე ალექსანდრე''' – (1934 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ გოკიაშ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Aleqsandre tabatadze.JPG|thumb|ალექსანდრე ტაბატაძე]] | ||
'''ტაბატაძე ალექსანდრე''' – (1934 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ გოკიაში (ახალქალაქი). 1957 წ. დაამთავრა [[გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ლიტ. მუშაკი გაზეთ „სტალინელში“, „ზარია ვოსტოკას“ კორესპონდენტი, გაზეთების – „შთაგონების“ და „ყაყაჩოს“ – დამაარსებელი და რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „უცოდველი მიწა“ (1972) „გულწრფელი თოვლი“ (1979), „შენ გეკითხები“ (1983), „შემოდგომის გაზაფხული“ (1985) „ადიდებული მტკვარი“ (1990) და სხვა. | '''ტაბატაძე ალექსანდრე''' – (1934 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ გოკიაში (ახალქალაქი). 1957 წ. დაამთავრა [[გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ლიტ. მუშაკი გაზეთ „სტალინელში“, „ზარია ვოსტოკას“ კორესპონდენტი, გაზეთების – „შთაგონების“ და „ყაყაჩოს“ – დამაარსებელი და რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „უცოდველი მიწა“ (1972) „გულწრფელი თოვლი“ (1979), „შენ გეკითხები“ (1983), „შემოდგომის გაზაფხული“ (1985) „ადიდებული მტკვარი“ (1990) და სხვა. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:03, 13 აპრილი 2022 მდგომარეობით
ტაბატაძე ალექსანდრე – (1934 – 2004), პოეტი. დაიბადა სოფელ გოკიაში (ახალქალაქი). 1957 წ. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ლიტ. მუშაკი გაზეთ „სტალინელში“, „ზარია ვოსტოკას“ კორესპონდენტი, გაზეთების – „შთაგონების“ და „ყაყაჩოს“ – დამაარსებელი და რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „უცოდველი მიწა“ (1972) „გულწრფელი თოვლი“ (1979), „შენ გეკითხები“ (1983), „შემოდგომის გაზაფხული“ (1985) „ადიდებული მტკვარი“ (1990) და სხვა.
- მე ახლა
- მივალ, მივყვები ქუჩას ტაატით
- და გული მკერდქვეშ დღეღამ მბორგავი
- ხმაურობს, როგორც კედლის საათი,
- და აღარ წყდება ფიქრის გორგალი.
- მე ახლა ისე გოლიათი ვარ,
- ამ მთას მთვარემდე ღონით ავზიდავ,
- ერთი კი არა, მგონი ათი ვარ,
- ათი კი არა, მგონი ასი ვარ.
- ეს ცა არ ჰყოფნით ახლა ამ თვალებს,
- ახლა ის არ ვარ, ახლა სულ სხვა ვარ,
- ეს ვარსკვლავები უკვე დავთვალე
- და აღარ მყოფნის აღსანუსხავად.
- ეს გული ახლა ისე ცხელია,
- ვშიშობ, არავინ დავწვა გამვლელი,
- ფეხით გავასწრებ ახლა ცხენიანს,
- მე ახლა ციდან ღრუბლებს გავდენი.
- ახლა სიცოცხლე ისე ტკბილია,
- ვერ მომერევა ასი სიკვდილი,
- მე ახლა ცაში ასვეტილი ვარ,
- როგორც ვეება ციხე ქვითკირის.
- ...მივალ, მივყვები ქუჩას ტაატით,
- მესმის, ხმაურობს გული მბორგავი,
- არ გამიტყდება მკერდქვეშ საათი,
- არ გამიწყდება ფიქრის გორგალი.