ფანჩვიძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფანჩვიძე ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან ფანჩვიძე“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Levan fanchvidze.JPG|thumb|ლევან ფანჩვიძე]]
 
'''ფანჩვიძე ლევან''' – (1964), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. წარმოშობით არის ჭიათურიდან. დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ლიტერატორთა რესპუბლიკურ ცენტრში, შემდეგ გაზეთ „ასავალ-დასავალში“, გაზეთ „შანსის“ (1997-98 წწ) და გაზეთ „ალიონის“ (2004 წლამდე) რედაქტორად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1988 წელს ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“. არის ავტორი კრებულებისა: „ფოთოლცვენა ტერენტი გრანელის ქუჩაზე“, „თიხის მზე“ და „წვიმის სონატა“ (2014).
 
მიმდინარე ცვლილება 14:26, 14 აპრილი 2022 მდგომარეობით

ლევან ფანჩვიძე

ფანჩვიძე ლევან – (1964), ქართველი პოეტი. წარმოშობით არის ჭიათურიდან. დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ლიტერატორთა რესპუბლიკურ ცენტრში, შემდეგ გაზეთ „ასავალ-დასავალში“, გაზეთ „შანსის“ (1997-98 წწ) და გაზეთ „ალიონის“ (2004 წლამდე) რედაქტორად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1988 წელს ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“. არის ავტორი კრებულებისა: „ფოთოლცვენა ტერენტი გრანელის ქუჩაზე“, „თიხის მზე“ და „წვიმის სონატა“ (2014).

რუსთველური სიყვარული
რა ძლიერ შევცოდე, არ უნდა გამეშვი
მე ვგავდი ავთანდილს,
ცრემლებით ვიმღერე,
მწირივით დავდივარ ყორნისფერ ღამეში
და უკან ყვავივით მომჩხავის სიბერე.
ძელქვებმა წუხილის ტოტები დახარეს,
თინათინ! გეძახი მე შენი მელექსე,
ცხრა კუბო წაიღეს მხედრებმა
ცხრა მხარეს,
ამაოდ გეძებდი ტანძიის ველებზე.
მზე მთების უბეში ხელივით შეცურდა,
ფიქრებმა მატირეს,
დამნაცრეს, დამღალეს,
მეც უნდა დავტოვო, წავიდე მეც უნდა,
მეც უნდა დავკარგო სამარე ცხრა მხარეს.
რომ მეტად ვერავინ ვერასდროს იხილოს
თუ როგორ ვასველებ
ცრემლებით ქვიტკირებს,
მოწყვიტავს ქართველი
მინდორში ღიღილოს,
თინათინ!
ქართველი ჩვენს გამო იტირებს.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები