ღეჩუაშვილი ნატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ნატა ღეჩუაშვილი '''ღეჩუაშვილი ნატა''' – (1970), პ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნატა ღეჩუაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ღეჩუაშვილი ნატა“ გადამის...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:24, 18 აპრილი 2022 მდგომარეობით

ნატა ღეჩუაშვილი

ღეჩუაშვილი ნატა – (1970), პოეტი, მომღერალი, ექიმი. დაიბადა თიანეთში. ნატა სტუდენტობის წლებში გახდა პოპულარული, როგორც პოეტი და კომპოზიტორი. ასრულებს საკუთარ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული (მათ შორის — „ფოთლის აღსარება“). მის ლექსზე „ფოთოლი“ გოგი ცაბაძემ დაწერა შესანიშნავი სიმღერა.


მე კვლავ დაგტოვე
მე კვლავ დაგტოვე, როგორც ტოვებენ
შემოდგომაზე ხეებს ფოთლები,
იციან, მაინც დაბრუნდებიან
გაზაფხულობით, განმეორებით...
წავედი, რადგან დარჩენა მსურდა,
და თუ არ წავალ, როგორ დავბრუნდე?
თუ არ დავიწვი ფრთები ალებით,
პეპელასავით როგორ გავბრუვდე?
მე წავალ, შენ კი ნუ გეშინია,
ჩემო სინაზევ და ჩემო სისხლო,
ერთი იცოდე – წავალ ათასჯერ,
იმისთვის, რათა ათასჯერ მიხმო...


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები