ყიფშიძე ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყიფშიძე ლია“ გადაიტანა გვერდზე „ლია ყიფშიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლია ყიფშიძე“ გადაიტანა გვერდზე „ყიფშიძე ლია“ გადამისამართება...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:47, 19 აპრილი 2022 მდგომარეობით

ლია ყიფშიძე

ყიფშიძე ლია – (1962), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 102-ე საშუალო სკოლა, შემდეგ – თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალისტად, პედაგოგად, ლექტორად. გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული – „დღეს გიღალატებ“ (2018).


ღვინობისთვე
ამ დაშაქრულ შემოდგომას,
ძარღვებში რომ ჩაგვიდგა,
რომ დაბანგდა, აჩხრიალდა,
საწნახელის ღარიდან...
რომელიც რომ შემოგვწყრება
მალე მარნის კარიდან...
არ დავლოცოთ?
წყნარად ვთქვათ რომ
ღვინობისთვე წავიდა?
თასები და ჭინჭილები
თაროზე რომ ჩამწკრივდა
და ბაბუას შეძახილი
რომ გვეძახის ზღაპრიდან...
იმ ბავშვობას ქარვად დამდნარს
ვენახების ზვარიდან...
აღარ ავყვეთ? არ ჩავმაჭრდეთ?
არ ავიჭრათ თავიდან?
ჩქარა...
ჩქარა...
ჩქარა, თორემ....
ღვინობისთვე წავიდა!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები