ცანავა მიმოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცანავა მიმოზა“ გადაიტანა გვერდზე „მიმოზა ცანავა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიმოზა ცანავა“ გადაიტანა გვერდზე „ცანავა მიმოზა“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:05, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით

მიმოზა ცანავა

ცანავა მიმოზა − (1948), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „დამსხვრეული ყავარჯენი”, „კოლხური სევდა”, „ტკივილის ტვირთი”, „მარტოობის ქალი”.


ტკივილის ტვირთი
ქარიშხალივით ამედევნები
და სულის მოთქმას არ მაცლი, ფიქრო,
მე ერთგულებით გზიდე და გზიდე,
შენ არ მომეშვი, ტკივილის ტვირთო!
თავის დაღწევა ხომ ბევრჯერ ვცადე,
მარცვალი ვთვალე სულ თითო-თითოდ,
მაინც ვერა და ვერ დაგემალე,
ყველგან მიპოვე, ტკივილის ტვირთო!
რა დაისახე მიზნად არ ვიცი,
მიმაქანებდი უფსკრულში თითქოს,
მაგრამ ვერაფრით ვერ დამანარცხე
შენი ოინით, ტკივილის ტვირთო!
რაც მეტი ლოდი გულზე დამადე,
მით უფრო მეტად შემმატე ძალა,
როგორც კონკიას ბედით დაჩაგრულს,
ლოცვა მამაღლებს, უფალი მფარავს
და სულ ამაოდ ამომიჩემე,
ყველაფერსა აქვს სასრული, ვით ომს,
ეს შენ კი არა მე დაგამარცხე,
ვერ მომერიე, ტკივილის ტვირთო.
ისევ მორჩილად თავს დაბლა დავხრი,
ისევ მოთმენით ბევრ რამეს გითმობ,
ტკივილით შობილს და ასე ამტანს,
ვერას დამაკლებ, ტკივილის ტვირთო!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები