ცერცვაძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცერცვაძე ვასილ“ გადაიტანა გვერდზე „ვასილ ცერცვაძე“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Vasil cercvadze.JPG|thumb|ვასილ ცერცვაძე]]
 
'''ცერცვაძე ვასილ''' − (1946 − 1999),  ავტორი ცნობილი ამღერებული ლექსისა „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს”. დაამთავრა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] რკინიგზის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სპი-ს საამშენებლო ფაკულტეტზე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1961 წელს გაზეთ „რკინიგზელში”.
 
'''ცერცვაძე ვასილ''' − (1946 − 1999),  ავტორი ცნობილი ამღერებული ლექსისა „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს”. დაამთავრა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] რკინიგზის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სპი-ს საამშენებლო ფაკულტეტზე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1961 წელს გაზეთ „რკინიგზელში”.
  

მიმდინარე ცვლილება 12:22, 27 აპრილი 2022 მდგომარეობით

ვასილ ცერცვაძე

ცერცვაძე ვასილ − (1946 − 1999), ავტორი ცნობილი ამღერებული ლექსისა „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს”. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სპი-ს საამშენებლო ფაკულტეტზე. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1961 წელს გაზეთ „რკინიგზელში”.


* * *
როგორ გავძელით...
− რომ ვერ გავძვერით _
− ისევ იმ წყეულ წრეში ვტრიალებთ.
ყველას მივყვებით... ყველას ვუმღერით...
ვინც თვალწინ ნაჭერს აგვიფრიალებს.
როგორ გავძელით...
დროზე გავსხალით...
მაგრამ რად გინდა... (ჩვენზე ახია)
იქ არ მწიფდება − სადაც ჩავყარეთ,
ღვინობისთვეში კიდევ მკვახეა.
როგორ გავძელით...
ეს თქარათქური −
გაღვიძებული სულის კვდომაა...
სხვის საწნახელში ჩუხჩუხებს ტკბილი...
და რა... ჩვენთვისაც შემოდგომაა?!.
როგორ გავძელით...
როგორ დავთვერით...
ისევ ეშმაკის წრეში ვტრიალებთ...
კვლავაც მივყვებით...
ყველას მივყვებით...
თვალწინ ნაჭერს ვინც აგვიფრიალებს.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები