მარიჯანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტყემალაძე-ალექსიძე მარიამ“ გადაიტანა გვერდზე „მარიჯანი“ გადა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
14:57, 28 აპრილი 2022-ის ვერსია
მარიჯანი — (1890 − 1978), ქართველი მწერალი პოეტი და მთარგმნელი. ნამდვილი სახელი და გვარი − მარიამ ტყემალაძე-ალექსიძე დაიბადა თბილისში. 1922 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოსოფია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ტბა” 1916 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული „ლექსები” − 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა „ნელი ცირკში”, რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი − შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა. მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის „ტარტიუფი”, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”.
- სათევზაოდ
- − დღეს რა კარგი ამინდია! −
- უხარია რამაზს,
- სათევზაოდ მეც გავყვები
- ჩემს საყვარელ მამას.
- დედას ასე დაუბარა:
- − ნუ მოხარშავ სადილს,
- იმდენ კალმახს ჩამოგიტანთ,
- რომ ეყოფა ნადიმს!...
- დარცხვენილი შინ დაბრუნდნენ
- რამაზი და მამაც −
- რა ქნან, თუკი ვერ მიაგნეს
- იმ გემრიელ კალმახს...