ხოსიტაშვილი ბაბილინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარბარე ხოსიტაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ხოსიტაშვილი ბაბილინა...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ხოსიტაშვილები]] | ||
13:00, 2 მაისი 2022-ის ვერსია
ხოსიტაშვილი ბაბილინა − (1884-1973), ნამდვილი სახელი − ბარბარე. ქართველი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ბოდბისხევში (სიღნაღი). 1930 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიურ-ისტორიული ფაკულტეტი. 1907-1910 წლებში მუშაობდა მასწავლებლობდა წერა-კითხვის უცოდინართა საკვირაო სკოლებში; 1921 წლიდან იყო საბჭოთა მწერლების კავშირში ბიბლიოთეკის გამგე; მუშაობდა ჟურნალ „ჯეჯილის” კორექტორად და ექსპედიტორად; 1936 წელს ბორჯომის რაიაღმასკომის გაზეთის რედაქციაში − ლიტერატურულ მუშაკად და სტილისტად; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ „მიწაში”; მეორე ლექსი ყოველკვირეულ ჟურნალ „გლეხში”; ნათარგმნი აქვს: ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” (1941-1942), „კაცი რომელიც იცინის” (1930), მიხაილ ლერმონტოვის პოემა „მწირი” (1942).