დუმბაძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Nodar dumbadze.PNG|thumb|ნოდარ დუმბაძე]]
 
[[ფაილი:Nodar dumbadze.PNG|thumb|ნოდარ დუმბაძე]]
 
'''დუმბაძე ნოდარ''' – (1928 – 1984), ქართველი მწერალი, პოეტი და სცენარისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, სამი წელი იქ გაატარა, შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა [[თსუ]]-ს
 
'''დუმბაძე ნოდარ''' – (1928 – 1984), ქართველი მწერალი, პოეტი და სცენარისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, სამი წელი იქ გაატარა, შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა [[თსუ]]-ს
ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაბეჭდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად ნოდარ
+
ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაბეჭდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად ნოდარ დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” რედაქტორი. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში”, რომლის აშენების იდეა თავად მას ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ
+
„ნიანგის” რედაქტორი. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში”, რომლის აშენების იდეა თავად მას ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
+
  
  
ხაზი 38: ხაზი 36:
 
::მეტი რა დაგიბაროთ,
 
::მეტი რა დაგიბაროთ,
 
::თვით მიხვდები დანარჩენს,
 
::თვით მიხვდები დანარჩენს,
::ჰო, ასანთი არ ანდო,
+
::ჰო, [[ასანთი]] არ ანდო,
 
::თორემ ხანძარს გააჩენს.
 
::თორემ ხანძარს გააჩენს.
 
::- ჰოდა, ასე თუ გინდათ,
 
::- ჰოდა, ასე თუ გინდათ,

მიმდინარე ცვლილება 16:42, 5 მაისი 2022 მდგომარეობით

ნოდარ დუმბაძე

დუმბაძე ნოდარ – (1928 – 1984), ქართველი მწერალი, პოეტი და სცენარისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, 8 წლის ნოდარი საცხოვრებლად დეიდებმა წაიყვანეს აფხაზეთში, სამი წელი იქ გაატარა, შემდეგ საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან გაგზავნეს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში. 1945 წელს დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თსუ-ს ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაბეჭდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად ნოდარ დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” რედაქტორი. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში”, რომლის აშენების იდეა თავად მას ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.


* * *
დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს: – მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს,
ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს.
- ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს;
თუ გინდათ, რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები