სამშენებლო ბადია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბადია''' − მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადებული ჭურჭელ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სამშენებლო ბადია“ გადაიტანა გვერდზე „ბადია (სამშენებლო)“) |
13:06, 13 მაისი 2022-ის ვერსია
ბადია − მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადებული ჭურჭელი (ბუნკერი), რომელიც გამოიყენება ბეტონისა და სამშენებლო დუღაბის მისაწოდებლად მაღლივ მშენებლობაზე, აგრეთვე ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტებზე. არსებობს ორი სახის: შვეული და საბრუნი. საბრუნი ბადიის შევსება ბეტონით ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ტრანსპორტირება – შვეულში. ის საშუალებას იძლევა მიეწოდოს ბეტონი ადგილზე მიმართულად და თანაბრად, ადვილად რეგულირდება დახრა, შესაძლებელია მისი გამოყენება დაბალი სიმაღლის სართულებზე და სხვ., ხოლო შვეული ბადია გამოიყენება დიდი რაოდენობის ბეტონის მისაწოდებლად; შევსება წარმოებს ზევიდან, დაცლა – ქვედა სპეციალური ხვრელიდან, რომელიც აღჭურვილია საბრუნი ღარით.