სამშენებლო ბადია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბადია''' − მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადებული ჭურჭელ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბადია (სამშენებლო)“ გადაიტანა გვერდზე „სამშენებლო ბადია“ გადა...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 13:06, 13 მაისი 2022 მდგომარეობით

ბადია − მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადებული ჭურჭელი (ბუნკერი), რომელიც გამოიყენება ბეტონისა და სამშენებლო დუღაბის მისაწოდებლად მაღლივ მშენებლობაზე, აგრეთვე ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტებზე. არსებობს ორი სახის: შვეული და საბრუნი. საბრუნი ბადიის შევსება ბეტონით ხდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ტრანსპორტირება – შვეულში. ის საშუალებას იძლევა მიეწოდოს ბეტონი ადგილზე მიმართულად და თანაბრად, ადვილად რეგულირდება დახრა, შესაძლებელია მისი გამოყენება დაბალი სიმაღლის სართულებზე და სხვ., ხოლო შვეული ბადია გამოიყენება დიდი რაოდენობის ბეტონის მისაწოდებლად; შევსება წარმოებს ზევიდან, დაცლა – ქვედა სპეციალური ხვრელიდან, რომელიც აღჭურვილია საბრუნი ღარით.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები