ელექტროდანადგარი
(ახალი გვერდი: ელექტროტრანსფორმატორი '''ელექტროდანადგარ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ელექტრო დანადგარები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:54, 6 ივნისი 2022 მდგომარეობით
ელექტროდანადგარი – მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, ტრანსფორმაცია, განაწილება, მოხმარება ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად. ელექტროდანადგარებს განასხვავებენ დანიშნულების (წარმომქმნელი, მომხმარებელი და გარდაქმნელ-გამანაწილებელი), დენის ხასიათის (მუდმივი, ცვლადი) და ძაბვის (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით) მიხედვით.
სარჩევი |
[რედაქტირება] გარე ელექტროდანადგარი
ღია ტერიტორიაზე მყოფი ელექტროდანადგარი (მათ შორის ბადით შემოფარგლული, გადმოხურული და სხვ.).
[რედაქტირება] მოძრავი ელექტროდანადგარი
სადგარზე დამაგრებული ელექტროდანადგარი, რომელიც მიერთებულია ქსელთან, ბოლო წერტილების გარდა მოქნილი კაბელით (გამტარით). მისი გადატანა შესაძლებელია დემონტაჟის გარეშე.
[რედაქტირება] შიგა ელექტროდანადგარი
ელექტროდანადგარი, რომელიც იმყოფება დახურულ შენობაში და მასზე უშუალოდ არ მოქმედებს გარე ატმოსფერო.
[რედაქტირება] ხელის ელექტროდანადგარი
გადასატანი ელექტროდანადგარი, რომელიც მუშაობის დროს ხელში უნდა გვეჭიროს და მუშაობის პერიოდში შესაძლებელია მისი გადატანა.