ლაგურკა
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Lagurka. | + | [[ფაილი:Lagurka 1.JPG|thumb|250პქ|ლაგურკა]] |
| − | + | ||
| + | '''ლაგურკა''' – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის კალას წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის მონასტერი. მდებარეობს [[სვანეთი|სვანეთში]], მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემის სოფელ ხეში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე. ძირითადი ნაგებობებია: ეკლესია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები, [[სამრეკლო]], [[გალავანი]]. | ||
| + | |||
| + | ====თქმულება==== | ||
| + | [[ფაილი:Lagurka.PNG|thumb|მარცხნივ|280pq|ლაგურკა]] | ||
სვანეთში, სოფელ კალას, [[ეკლესია|ეკლესიის]] აშენება გადაუწყვეტიათ სოფლის თავკაცებს. ბევრს მსჯელობდნენ. ბოლოს მახვშს (თემის უხუცესს) გამოუყვანია ორი თეთრი გაუხედნავი ხარი და თავიანთ ნებაზე გაუშვია. სადაც ესენი გაჩერდებიან და ბალახს მოძოვენ, იქ ავაშენებთ ეკლესიასო. უვლიათ მთელი დღე ხარებს და, ბოლოს, ერთ მაღალ მთაზე შეჩერებულან საბალახოდ. ხარები ამ ადგილზე დაუკლავთ და ეკლესიაც აქ აუშენებიათ. | სვანეთში, სოფელ კალას, [[ეკლესია|ეკლესიის]] აშენება გადაუწყვეტიათ სოფლის თავკაცებს. ბევრს მსჯელობდნენ. ბოლოს მახვშს (თემის უხუცესს) გამოუყვანია ორი თეთრი გაუხედნავი ხარი და თავიანთ ნებაზე გაუშვია. სადაც ესენი გაჩერდებიან და ბალახს მოძოვენ, იქ ავაშენებთ ეკლესიასო. უვლიათ მთელი დღე ხარებს და, ბოლოს, ერთ მაღალ მთაზე შეჩერებულან საბალახოდ. ხარები ამ ადგილზე დაუკლავთ და ეკლესიაც აქ აუშენებიათ. | ||
| + | ====აღწერილობა==== | ||
| + | მოყვითალო ფერის შირიმის ქვით ნაგები ეკლესია დარბაზული ტიპისაა. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] ნახევარწრიული [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] [[აფსიდი]], დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. [[ცილინდრული კამარა]] ერთ საბჯენ [[თაღი|თაღს]] ეყრდნობა. გრძივი [[კედელი|კედლები]] დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. [[სარკმელი|სარკმლები]] გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, სამხრეთით – უბრალო ქვის ოთახი, საიდანაც ეკლესიაში შესასვლელია გაკეთებული. ტერიტორია შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის მაღალი კბილოვანი გალავნით, რომლის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. სატრაპეზო, ოთახები და [[სენაკი|სენაკები]], ქვემოთ ფერდობზეა გაშენებული. | ||
| + | [[ფაილი:Lagurkas jvari.JPG|thumb|ლითონის ზარი]] | ||
| + | ეკლესია 1112 წელს მოიტახა მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ, კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით, რაც ასომთავრული ფრესკული წარწერით დასტურდება. ეკლესიაში [[სახარება|სახარების]] კომპოზიციების გვერდით, დიდი ადგილი უჭირავს წმ. კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ამსახველ სცენებს. მიწისძვრისგან დაზიანებული [[ფრესკა|ფრესკები]] ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუასაუკუნეებში. აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტეს ფიგურები დასავლეთ კედელსა და [[კანკელი|კანკელზე]]. ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტეს თავის კვეთა) გამოსახულია სამხრეთ კედლის [[თაღი|თაღებში]]. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ, საერთოდ, შუა საუკუნეების მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია იმ მიმართულებისა, რომელმაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII საუკუნის II ნახევრიდან. ლაგურკაში დაცულია კალას თემის ეკლესიების X-XIII საუკუნეების მთელი საგანძური – ჭედური და ფერწერული ხატები (აღსანიშნავია, რომ წმ. კვირიკეს ხატები მხოლოდ სვანეთშია დაცული. შემორჩენილია ათი ხატი, რომელთა შორის უძველესი, XI საუკუნის, შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა). აქვე ინახება მინანქრებით შემ-კული ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები „შალიანის ხატს“ უწოდებენ. ეკლესიის ეზოს ამშვენებს საჯილდაო ქვა და შეწირული ლითონის ზარი. ლაგურკა სვანეთის ყველა თემს აერთიანებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარია სვანებისთვის. მას დღედაღამ დარაჯობდა ორი შეიარაღებული კაცი. | ||
| − | + | ლაგურკის ეკლესიაში ყოველი წლის 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, სვანები და მათი სტუმრები აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულს – კვირიკობას. | |
| − | + | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]] | + | * [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის|მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)]] |
| − | + | * [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | |
| − | + | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მესტიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] |
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
| + | [[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:53, 8 ივლისი 2022 მდგომარეობით
ლაგურკა – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის კალას წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის მონასტერი. მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემის სოფელ ხეში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე. ძირითადი ნაგებობებია: ეკლესია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები, სამრეკლო, გალავანი.
[რედაქტირება] თქმულება
სვანეთში, სოფელ კალას, ეკლესიის აშენება გადაუწყვეტიათ სოფლის თავკაცებს. ბევრს მსჯელობდნენ. ბოლოს მახვშს (თემის უხუცესს) გამოუყვანია ორი თეთრი გაუხედნავი ხარი და თავიანთ ნებაზე გაუშვია. სადაც ესენი გაჩერდებიან და ბალახს მოძოვენ, იქ ავაშენებთ ეკლესიასო. უვლიათ მთელი დღე ხარებს და, ბოლოს, ერთ მაღალ მთაზე შეჩერებულან საბალახოდ. ხარები ამ ადგილზე დაუკლავთ და ეკლესიაც აქ აუშენებიათ.
[რედაქტირება] აღწერილობა
მოყვითალო ფერის შირიმის ქვით ნაგები ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ინტერიერში ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი, დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, სამხრეთით – უბრალო ქვის ოთახი, საიდანაც ეკლესიაში შესასვლელია გაკეთებული. ტერიტორია შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის მაღალი კბილოვანი გალავნით, რომლის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. სატრაპეზო, ოთახები და სენაკები, ქვემოთ ფერდობზეა გაშენებული.
ეკლესია 1112 წელს მოიტახა მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ, კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით, რაც ასომთავრული ფრესკული წარწერით დასტურდება. ეკლესიაში სახარების კომპოზიციების გვერდით, დიდი ადგილი უჭირავს წმ. კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ამსახველ სცენებს. მიწისძვრისგან დაზიანებული ფრესკები ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუასაუკუნეებში. აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტეს ფიგურები დასავლეთ კედელსა და კანკელზე. ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტეს თავის კვეთა) გამოსახულია სამხრეთ კედლის თაღებში. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ, საერთოდ, შუა საუკუნეების მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია იმ მიმართულებისა, რომელმაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII საუკუნის II ნახევრიდან. ლაგურკაში დაცულია კალას თემის ეკლესიების X-XIII საუკუნეების მთელი საგანძური – ჭედური და ფერწერული ხატები (აღსანიშნავია, რომ წმ. კვირიკეს ხატები მხოლოდ სვანეთშია დაცული. შემორჩენილია ათი ხატი, რომელთა შორის უძველესი, XI საუკუნის, შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა). აქვე ინახება მინანქრებით შემ-კული ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები „შალიანის ხატს“ უწოდებენ. ეკლესიის ეზოს ამშვენებს საჯილდაო ქვა და შეწირული ლითონის ზარი. ლაგურკა სვანეთის ყველა თემს აერთიანებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარია სვანებისთვის. მას დღედაღამ დარაჯობდა ორი შეიარაღებული კაცი.
ლაგურკის ეკლესიაში ყოველი წლის 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, სვანები და მათი სტუმრები აღნიშნავენ რელიგიურ დღესასწაულს – კვირიკობას.