მარილმჟავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქლორწყალბადმჟავა“ გადაიტანა გვერდზე „მარილმჟავა“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 12:53, 22 ივლისი 2022 მდგომარეობით

მარილმჟავა (ქლორწყალბადმჟავა, ქლოროვანი წყალბადი) – ქლორწყალბადის უფერო, გამჭვირვალე, მწვავე, აქროლადი ხსნარი (ტექნიკური მარილმჟავა მოყვითალო ფერისაა); ძლიერი ერთფუძიანი მჟავა.

ქიმიური ფორმულა – HCl.
სიმკვრივე – 1048-1189 კგ/მ3 (იცვლება მჟავას კონცენტრაციის მიხედვით).

მიიღება აირადი ქლორწყალბადის გახსნით წყალში. მას ჰაერზე „კვამლი” ასდის. მარილმჟავას მარილებს – ქლორიდები ეწოდება. მარილმჟავა გამოიყენება ჰიდრომეტალურგიაში და გალვანოპლასტიკაში (ამოყვანა, ამოჭრა; დეკაპირება), ლითონის ზედაპირის გასასუფთავებლად რჩილვის წინ, თუთიის, მანგანუმის, რკინისა და სხვა ლითონების ქლორიდების მისაღებად. აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოიყენება კერამიკული და ლითონის ნაკეთობების გასაწმენდად (აქ საჭიროა ინჰიბირებული მჟავა) და დეზინფექციისათვის.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები