პანიები
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''პანიები''' – ''(ინდ.)'' [[დემონები|დემონური]] ტომი, რომელიც ცხრა მთას იქით, კაცთათვის უცნობ ქვეყანაში ცხოვრობენ, ღმერთებისა და [[ასურები|ასურების]] საცხოვრებელთა მიღმა. | '''პანიები''' – ''(ინდ.)'' [[დემონები|დემონური]] ტომი, რომელიც ცხრა მთას იქით, კაცთათვის უცნობ ქვეყანაში ცხოვრობენ, ღმერთებისა და [[ასურები|ასურების]] საცხოვრებელთა მიღმა. | ||
| − | მათ მოპარეს ღმერთებს ძროხები და ქვეყნის კიდისკენ, მდინარე რასას გაღმა გარეკეს და გამოქვაბულში გადამალეს. ძროხები განთიადის სხივებს განასახიერებდნენ, ამიტომაც დაბნელდა ცა, აღარ თენდებოდა ქვეყანაზე. [[ინდრა]]მ მათ მოსაძებნად ძაღლი, სახელად სარამა, გაგზავნა. სარამა ყნოსვითა და ყურით ეძებდა ძროხებს – გადალახა მდინარე რასა და გამოქვაბულიდან ძროხების ბღავილი შემოესმა. ინდრას სახელით მან მოსთხოვა პანიებს, დაებრუნებინათ ძროხები, მაგრამ პანიებმა [[ინდრა|ინდრას]] წარგზავნილი ძაღლი სასაცილოდ აიგდეს და გააგდეს. მაშინ თავად ინდრა გაემართა პანიების ქვეყანაში, თან შვიდი ბრძენი, [[ანგირასი]]ს ძენი, ახლდა. მათი გალობებისა და [[შელოცვა|შელოცვების]] ძალით კლდე გაიხსნა და გამოქვაბულიდან გამოვიდნენ | + | მათ მოპარეს ღმერთებს ძროხები და ქვეყნის კიდისკენ, [[მდინარე]] რასას გაღმა გარეკეს და გამოქვაბულში გადამალეს. ძროხები განთიადის სხივებს განასახიერებდნენ, ამიტომაც დაბნელდა ცა, აღარ თენდებოდა ქვეყანაზე. [[ინდრა]]მ მათ მოსაძებნად ძაღლი, სახელად სარამა, გაგზავნა. სარამა ყნოსვითა და ყურით ეძებდა ძროხებს – გადალახა მდინარე რასა და გამოქვაბულიდან ძროხების ბღავილი შემოესმა. ინდრას სახელით მან მოსთხოვა პანიებს, დაებრუნებინათ ძროხები, მაგრამ პანიებმა [[ინდრა|ინდრას]] წარგზავნილი ძაღლი სასაცილოდ აიგდეს და გააგდეს. მაშინ თავად ინდრა გაემართა პანიების ქვეყანაში, თან შვიდი ბრძენი, [[ანგირასი]]ს ძენი, ახლდა. მათი გალობებისა და [[შელოცვა|შელოცვების]] ძალით კლდე გაიხსნა და გამოქვაბულიდან გამოვიდნენ |
ძროხები. მათი განთავისუფლებისთანავე ცაზე [[უშასი]], განთიადის ქალღმერთი, გამოჩნდა, მას კი მზე მოჰყვა ცის კაბადონზე. ამის შემდეგ ინდრამ დაარბია და გაფანტა პანიები, ხოლო მათი ნაყაჩაღარი ანგირასებმა წაიღეს. | ძროხები. მათი განთავისუფლებისთანავე ცაზე [[უშასი]], განთიადის ქალღმერთი, გამოჩნდა, მას კი მზე მოჰყვა ცის კაბადონზე. ამის შემდეგ ინდრამ დაარბია და გაფანტა პანიები, ხოლო მათი ნაყაჩაღარი ანგირასებმა წაიღეს. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:41, 26 ივლისი 2022 მდგომარეობით
პანიები – (ინდ.) დემონური ტომი, რომელიც ცხრა მთას იქით, კაცთათვის უცნობ ქვეყანაში ცხოვრობენ, ღმერთებისა და ასურების საცხოვრებელთა მიღმა.
მათ მოპარეს ღმერთებს ძროხები და ქვეყნის კიდისკენ, მდინარე რასას გაღმა გარეკეს და გამოქვაბულში გადამალეს. ძროხები განთიადის სხივებს განასახიერებდნენ, ამიტომაც დაბნელდა ცა, აღარ თენდებოდა ქვეყანაზე. ინდრამ მათ მოსაძებნად ძაღლი, სახელად სარამა, გაგზავნა. სარამა ყნოსვითა და ყურით ეძებდა ძროხებს – გადალახა მდინარე რასა და გამოქვაბულიდან ძროხების ბღავილი შემოესმა. ინდრას სახელით მან მოსთხოვა პანიებს, დაებრუნებინათ ძროხები, მაგრამ პანიებმა ინდრას წარგზავნილი ძაღლი სასაცილოდ აიგდეს და გააგდეს. მაშინ თავად ინდრა გაემართა პანიების ქვეყანაში, თან შვიდი ბრძენი, ანგირასის ძენი, ახლდა. მათი გალობებისა და შელოცვების ძალით კლდე გაიხსნა და გამოქვაბულიდან გამოვიდნენ ძროხები. მათი განთავისუფლებისთანავე ცაზე უშასი, განთიადის ქალღმერთი, გამოჩნდა, მას კი მზე მოჰყვა ცის კაბადონზე. ამის შემდეგ ინდრამ დაარბია და გაფანტა პანიები, ხოლო მათი ნაყაჩაღარი ანგირასებმა წაიღეს.