არბოლიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Arboliti.JPG|thumb|არბოლიტი]]
 
[[ფაილი:Arboliti.JPG|thumb|არბოლიტი]]
'''არბოლიტი'''  − (ფრანგ. arbre ხე, ღერძი და ბერძ. lithos ქვა),  რუსული წარმოების [[ცემენტიანი ბეტონი]], რომელშიც შემვსებად მცენარეული წარმოშობის ორგანული მასალა გამოიყენება. შემადგენლობა: ცემენტი (შემკვრელი), ქიმიური დანამატები (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის ნიტრატი, თხევადი მინა) და ორგანული შემვსები (დანაწევრებული მერქანი, დაქუცმაცებული [[ბრინჯი]]სა და [[ბამბა (მცენარე)|ბამბის]] ღეროები). არსებობს ორი სახის: თბოსაიზოლაციო ([[ბეტონის სიმკვრივე|სიმკვრივე]] 400-500კგ/მ<sup>3</sup>) და კონსტრუქციული (სიმკვრივე 500-850 კგ/მ<sup>3</sup>). ძირითადად გამოიყენება მზა სამშენებლო ბლოკებისა და [[ფილა|ფილების]] სახით შენობის თვითმზიდი კედლების ან შიგა [[ტიხარი (მშენებლობა)|ტიხრების]] ასაშენებლად, აგრეთვე თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალად.  
+
'''არბოლიტი'''  − (ფრანგ. arbre ხე, ღერძი და ბერძ. lithos ქვა),  რუსული წარმოების [[ცემენტიანი ბეტონი]], რომელშიც შემვსებად მცენარეული წარმოშობის ორგანული მასალა გამოიყენება. შემადგენლობა: ცემენტი (შემკვრელი), ქიმიური დანამატები (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის ნიტრატი, თხევადი მინა) და ორგანული შემვსები (დანაწევრებული [[მერქანი]], დაქუცმაცებული [[ბრინჯი]]სა და [[ბამბა (მცენარე)|ბამბის]] ღეროები). არსებობს ორი სახის: თბოსაიზოლაციო ([[ბეტონის სიმკვრივე|სიმკვრივე]] 400-500კგ/მ<sup>3</sup>) და კონსტრუქციული (სიმკვრივე 500-850 კგ/მ<sup>3</sup>). ძირითადად გამოიყენება მზა სამშენებლო ბლოკებისა და [[ფილა|ფილების]] სახით შენობის თვითმზიდი კედლების ან შიგა [[ტიხარი (მშენებლობა)|ტიხრების]] ასაშენებლად, აგრეთვე თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალად.  
  
 
:'''სიმტკიცე კუმშვაზე''' − 0,5-3,5 მპა,  
 
:'''სიმტკიცე კუმშვაზე''' − 0,5-3,5 მპა,  

15:41, 27 ივლისი 2022-ის ვერსია

არბოლიტი

არბოლიტი − (ფრანგ. arbre ხე, ღერძი და ბერძ. lithos ქვა), რუსული წარმოების ცემენტიანი ბეტონი, რომელშიც შემვსებად მცენარეული წარმოშობის ორგანული მასალა გამოიყენება. შემადგენლობა: ცემენტი (შემკვრელი), ქიმიური დანამატები (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის ნიტრატი, თხევადი მინა) და ორგანული შემვსები (დანაწევრებული მერქანი, დაქუცმაცებული ბრინჯისა და ბამბის ღეროები). არსებობს ორი სახის: თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 400-500კგ/მ3) და კონსტრუქციული (სიმკვრივე 500-850 კგ/მ3). ძირითადად გამოიყენება მზა სამშენებლო ბლოკებისა და ფილების სახით შენობის თვითმზიდი კედლების ან შიგა ტიხრების ასაშენებლად, აგრეთვე თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალად.

სიმტკიცე კუმშვაზე − 0,5-3,5 მპა,
ღუნვაზე − 0,7-1,0 მპა;
დრეკადობის მოდული − 250-2300 მპა;
ყინვამედეგობა − F25-F50;
წყალშთანთქმა − 40-85%;
შეკლება − 0,4-0,5%;
ცეცხლმედეგობა − 0,75-1,5 სთ.

კარგად აქრობს დარტყმით დატვირთვებს, ცუდად იწვის. უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახასიათებს მცირე ტენმედეგობა, რის გამოც ატმოსფერულ ტენთან შეხებაში მყოფი კონსტრუქცია ითხოვს სპეციალურ დამცავ ფენას. არბოლიტი ძირითადად გამოიყენება დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და საწარმოო შენობების მონოლითური ელემენტების ჩამოსასხმელად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები