ნახშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Naxshiri.jpg|thumb|ნახშირი]]
 
[[ფაილი:Naxshiri.jpg|thumb|ნახშირი]]
'''ნახშირი''' - რკინამჭედლობაში [[ქურა|ქურის]] გასახურებლად ხის ნახშირი ერთადერთი საშუალება იყო. ნახშირის დაწვის ორი ხერხი არსებობდა: ნახშირის დაწვა ორმოში და ღია ცის ქვეშ ორმოს გარეშე. ორი კაცი მიდიოდა სამი დღით. მიჰქონდათ [[წერაქვი]], [[თოხი]], ბარი, [[ნაჯახი|ნაჯახები]] დიდი და პატარა, [[ბირდაბირი ხერხი|ბირდაბირი - ხერხი]] და [[ნიჩაბი (სამეურნეო ხელსაწყო)|ნიჩაბი]]. ითხრებოდა 2მ სიგრძის, 1მ სიგანის და 1,5მ სიღრმის ორმო. ერთ ორმოში ოთხი ჯანაბირი ნახშირი უნდა გამოსულიყო. ორმოში ხმელი შეშით ცეცხლს ჩაანთებდნენ და გაჩაღების შემდეგ აყრიდნენ მსხვილ შეშას. ორმოს ძირში შეშა თანდათან ნახშირდებოდა, ზემოდან კი ახალ შეშას აყრიდნენ. ასე გრძელდებოდა სანამ ორმო პირამდე არ გაივსებოდა ნახშირით. შემდეგ ზემოდან აფარებდნენ ხის მორებს, აყრიდნენ მიწას და ჰერმეტულად ხურავდნენ, რომ ჰაერი არ ჩასულიყო. ასე რჩებოდა ორმო ორი კვირის განმავლობაში. გაციების შემდეგ ნახშირს ეზიდებოდნენ სახელოსნოში. ერთ ორმოში ოთხი ჯანაბირი ნახშირი ამოდიოდა.  
+
'''ნახშირი''' - დანალექი მყარი საწვავი [[სასარგებლო წიაღისეული]] ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), შავი ფერის მინერალური მინარევებისა და ტენისგან.  
 +
 
 +
ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებისა და ლინზისებრი ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ნახშირს წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება [[ტორფი|ტორფად]]. ტორფი, განამარხების შემდეგ, შედარებით დაბალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირი – [[ანთრაციტი|ანთრაციტად]]. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება [[ნახშირბადი]]ს ფარდობითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.  
 +
 
 +
არსებობს ნახშირის მრავალი სახეობა: აირული, ალგრძელი, ალიანი, არაერთგვაროვანი, არაკოქსვადი, არაშეცხობადი, არაწიაღისეული, ახალი, ბიტუმოვანი, გააქტიურებული, გამდიდრებული, გარეცხილი, გაცხავებული, დაბრიკეტებული, დაფქული, ელექტროდის, ენერგეტიკული, ერთგვაროვანი, კლარენულ-დიურენული, კლარენული, კლივაჟიანი, კოქსვადი, მარცვლოვანი, მინერალური, მტვრისებრი, მურა, მქრქალი, მშრალი, მცე-ნარეული, მჭლე, ნატეხი, ნაცარმცირე, ნაცარუხვი, ნაცრიანი, ნახევრადბიტუმოვანი, ნედლი, პატრუქის, პოხიერი, რეტორტის, საკონტაქტო, საკოქსე, სამჭედლო, საპროპელის, საქვაბე, სახ-ატავი, სველი, სუფთა, უნაცრო, ფისოვანი, ფიქლის, ფხვიერი, შეცხობადი, ჩვეულებრივი, ცხო-ველური, წვრილი, წვრილნატეხი, წიაღისეული, წყალმცენარეული, ხის, ჰაერზე გამშრალი, ჰომოგენური, ჰუმუსისა და სხვ.;
 +
 
  
მეორე ხერხია ნახშირის დაწვა ღია ცის ქვეშ - „კოცონურად“ ორმოს გარეშე. ამ მეთოდით ძირითადად წაბლის ხის ნახშირს წვავდნენ. წყალთან ახლოს, თანაბარი სიგრძის წაბლის ხის მორებს აწყობენ „ხურდუმებად“ ზვინივით. შუაში უტოვებენ ხვრელს, ზემოდან აგდებენ ცეცხლმოკიდებული რეზინის ნაჭერს და ცეცხლი ღვივდება. გვერდებიდან შესული ჰაერი წვას უწყობს ხელს. ინთებოდა უზარმაზარი კოცონი, რომელიც ჩანავლების შემდეგ უამრავ ნახშირს ტოვებდა. შემდეგ ამ მასას ასხამდნენ წყალს და აცივებდნენ. ნახშირის დაწვას აწარმოებდნენ როგორც მჭედლები, ასევე საგანგებო პროფესიონალი მენახშირეები, რომლებთაც შემდეგ მოჰქონდათ იგი და ყიდდნენ როგორც ხელოსნებზე ასევე მოქალაქეებზე.
 
  
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:ნედლეული]]
 
[[კატეგორია:ნედლეული]]
 
[[კატეგორია:სასარგებლო წიაღისეული]]
 
[[კატეგორია:სასარგებლო წიაღისეული]]

16:27, 30 აგვისტო 2022-ის ვერსია

ფაილი:Naxshiri.jpg
ნახშირი

ნახშირი - დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), შავი ფერის მინერალური მინარევებისა და ტენისგან.

ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებისა და ლინზისებრი ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ნახშირს წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. ტორფი, განამარხების შემდეგ, შედარებით დაბალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირი – ანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება ნახშირბადის ფარდობითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.

არსებობს ნახშირის მრავალი სახეობა: აირული, ალგრძელი, ალიანი, არაერთგვაროვანი, არაკოქსვადი, არაშეცხობადი, არაწიაღისეული, ახალი, ბიტუმოვანი, გააქტიურებული, გამდიდრებული, გარეცხილი, გაცხავებული, დაბრიკეტებული, დაფქული, ელექტროდის, ენერგეტიკული, ერთგვაროვანი, კლარენულ-დიურენული, კლარენული, კლივაჟიანი, კოქსვადი, მარცვლოვანი, მინერალური, მტვრისებრი, მურა, მქრქალი, მშრალი, მცე-ნარეული, მჭლე, ნატეხი, ნაცარმცირე, ნაცარუხვი, ნაცრიანი, ნახევრადბიტუმოვანი, ნედლი, პატრუქის, პოხიერი, რეტორტის, საკონტაქტო, საკოქსე, სამჭედლო, საპროპელის, საქვაბე, სახ-ატავი, სველი, სუფთა, უნაცრო, ფისოვანი, ფიქლის, ფხვიერი, შეცხობადი, ჩვეულებრივი, ცხო-ველური, წვრილი, წვრილნატეხი, წიაღისეული, წყალმცენარეული, ხის, ჰაერზე გამშრალი, ჰომოგენური, ჰუმუსისა და სხვ.;



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები