პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები (1924)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარიზის მერვე ოლიმპიური თამაშები (1924)“ გადაიტანა გვერდზე „[[პარიზ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Uelsis princi eduardi.PNG|thumb|250პქ|უელსის პრინცი ედუარდი [[პიერ დე კუბერტენი|პიერ დე კუბერტენთან]] და [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|სოკ]]-ის სხვა ხელმძღვანელებთან პარიზის ოლიმპიურ სტადიონზე. 1924 წელი]] | ||
'''პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები''' - VIII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატადა 1924 წლის (4 მაისი - 27 ივლისი), პარიზში. | '''პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები''' - VIII [[ოლიმპიური თამაშები]] ჩატადა 1924 წლის (4 მაისი - 27 ივლისი), პარიზში. | ||
ხაზი 7: | ხაზი 8: | ||
'''ყველაზე მეტი ოქროს მედალი'''<br /> | '''ყველაზე მეტი ოქროს მედალი'''<br /> | ||
− | კაცებში: პაავო ნურმი (მძლეოსნობა, ფინეთი) 5<br /> | + | კაცებში: პაავო ნურმი ([[მძლეოსნობა]], [[ფინეთი]]) 5<br /> |
− | ქალებში: ჰეიზელ ვაითმანი (ჩოგბურთი, აშშ) ელენ უილისი (ჩოგბურთი, აშშ) 2 ეთელ ლაკი (ცურვა, აშშ) 2 | + | ქალებში: ჰეიზელ ვაითმანი ([[ჩოგბურთი]], აშშ) ელენ უილისი (ჩოგბურთი, აშშ) 2 ეთელ ლაკი ([[ცურვა]], აშშ) 2 |
− | + | [[ფაილი:Me8 olmp plakati.PNG|მარცხნივ|200პქ|]] | |
1924 წლის პარიზის ოლიმპიადა საიუბილეო გამოდგა. შესრულდა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის 30 წელიწადი, რასაც [[პიერ დე კუბერტენი|პიერ დე კუბერტენმა]] ჩაუყარა საფუძველი. ფრანგი ბარონის ამ და სხვა დამსახურებათა პატივსაცემად, პარიზს VIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. ასე, რომ პარიზი ოლიმპიურ დედაქალაქებს შორის პირველი იყო, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მეორედ ერგო. | 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა საიუბილეო გამოდგა. შესრულდა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის 30 წელიწადი, რასაც [[პიერ დე კუბერტენი|პიერ დე კუბერტენმა]] ჩაუყარა საფუძველი. ფრანგი ბარონის ამ და სხვა დამსახურებათა პატივსაცემად, პარიზს VIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. ასე, რომ პარიზი ოლიმპიურ დედაქალაქებს შორის პირველი იყო, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მეორედ ერგო. | ||
ხაზი 17: | ხაზი 18: | ||
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ [[ეკვადორი]]ს, [[ჰაიტი]]ს,[[ლატვია|ლატვიის]], [[ლიეტუვა|ლიტვის]], [[ ირლანდია|ირლანდიის]], [[პოლონეთი|პოლონეთის]], [[ურუგვაი|ურუგვაის]] და [[ფილიპინები]]ს დელეგაციები (ლატვიამ და პოლონეთმა ოლიმპიური ნათლობა რამდენიმე თვით ადრე ზამთრის პირველ ოლიმპიადაზე შამონიში მიიღეს), ხოლო [[პირველი მსოფლიო ომი]]ს თაოსანი [[გერმანია]], წინა ოლიმპიადის მსგავსად, თამაშებზე არ მიიწვიეს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჩინელი სპორტსმენებიც (ჩოგბურთელები), რომლებიც [[ჩინეთი|ჩინეთის რესპუბლიკის]] | ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ [[ეკვადორი]]ს, [[ჰაიტი]]ს,[[ლატვია|ლატვიის]], [[ლიეტუვა|ლიტვის]], [[ ირლანდია|ირლანდიის]], [[პოლონეთი|პოლონეთის]], [[ურუგვაი|ურუგვაის]] და [[ფილიპინები]]ს დელეგაციები (ლატვიამ და პოლონეთმა ოლიმპიური ნათლობა რამდენიმე თვით ადრე ზამთრის პირველ ოლიმპიადაზე შამონიში მიიღეს), ხოლო [[პირველი მსოფლიო ომი]]ს თაოსანი [[გერმანია]], წინა ოლიმპიადის მსგავსად, თამაშებზე არ მიიწვიეს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჩინელი სპორტსმენებიც (ჩოგბურთელები), რომლებიც [[ჩინეთი|ჩინეთის რესპუბლიკის]] | ||
სახელით ეწვივნენ პარიზს, მაგრამ მოგვიანებით ასპარეზობებზე უარი თქვეს. | სახელით ეწვივნენ პარიზს, მაგრამ მოგვიანებით ასპარეზობებზე უარი თქვეს. | ||
− | + | [[ფაილი:Joni vaismiuleri.PNG|thumb|ამერიკელმა ჯონი ვაისმიულერმა, შემდგომში ცნობილი სათავგადასავლო ფილმის - „ტარზანის“ მთავარი როლის შემსრულებელმა, ცურვაში 3 [[ოქრო]]ს მედალი დაისაკუთრა, პლუს 1 ბრინჯაო წყალბურთში]] | |
[[ოლიმპიური თამაშების პროგრამა|ოლიმპიური პროგრამა]] თითქმის ანტვერპენის მსგავსი იყო. გამონაკლისი გახლდათ შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში - ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში, რომლებიც იმავე წელიწადს საფრანგეთის შამონიში გამართულ ზამთრის პირველი ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს და, შესაბამისად, ზაფხულის თამაშების პროგრამიდან ამოიღეს. | [[ოლიმპიური თამაშების პროგრამა|ოლიმპიური პროგრამა]] თითქმის ანტვერპენის მსგავსი იყო. გამონაკლისი გახლდათ შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში - ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში, რომლებიც იმავე წელიწადს საფრანგეთის შამონიში გამართულ ზამთრის პირველი ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს და, შესაბამისად, ზაფხულის თამაშების პროგრამიდან ამოიღეს. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:26, 19 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
პარიზის VIII ოლიმპიური თამაშები - VIII ოლიმპიური თამაშები ჩატადა 1924 წლის (4 მაისი - 27 ივლისი), პარიზში.
- მონაწილე ქვეყანა - 44
- სპორტსმენი - 3,088/ 134 ქალი / 2,954 კაცი
- სპორტის სახეობა - 17
- მედლების კომპლექტი - 126
ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: პაავო ნურმი (მძლეოსნობა, ფინეთი) 5
ქალებში: ჰეიზელ ვაითმანი (ჩოგბურთი, აშშ) ელენ უილისი (ჩოგბურთი, აშშ) 2 ეთელ ლაკი (ცურვა, აშშ) 2
1924 წლის პარიზის ოლიმპიადა საიუბილეო გამოდგა. შესრულდა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის 30 წელიწადი, რასაც პიერ დე კუბერტენმა ჩაუყარა საფუძველი. ფრანგი ბარონის ამ და სხვა დამსახურებათა პატივსაცემად, პარიზს VIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. ასე, რომ პარიზი ოლიმპიურ დედაქალაქებს შორის პირველი იყო, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მეორედ ერგო.
თავად ოლიმპიური თამაშები უზადო გამოდგა. ქვეყანათა რიცხვი 29-დან ერთბაშად 44-მდე გაიზარდა, რაც ოლიმპიური თამაშების, როგორც უმთავრესი სპორტული ასპარეზობის პოპულარობაზემიუთითებდა. ამის დასტური იყო 1000-ზე მეტი ჟურნალისტის და 625 ათასამდემაყურებლის დასწრებაც.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ ეკვადორის, ჰაიტის,ლატვიის, ლიტვის, ირლანდიის, პოლონეთის, ურუგვაის და ფილიპინების დელეგაციები (ლატვიამ და პოლონეთმა ოლიმპიური ნათლობა რამდენიმე თვით ადრე ზამთრის პირველ ოლიმპიადაზე შამონიში მიიღეს), ხოლო პირველი მსოფლიო ომის თაოსანი გერმანია, წინა ოლიმპიადის მსგავსად, თამაშებზე არ მიიწვიეს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჩინელი სპორტსმენებიც (ჩოგბურთელები), რომლებიც ჩინეთის რესპუბლიკის სახელით ეწვივნენ პარიზს, მაგრამ მოგვიანებით ასპარეზობებზე უარი თქვეს.
ოლიმპიური პროგრამა თითქმის ანტვერპენის მსგავსი იყო. გამონაკლისი გახლდათ შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში - ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში, რომლებიც იმავე წელიწადს საფრანგეთის შამონიში გამართულ ზამთრის პირველი ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანეს და, შესაბამისად, ზაფხულის თამაშების პროგრამიდან ამოიღეს.
პარიზში პირველად გამოჩნდა ოლიმპიური დევიზი: Citius, Altius, Fortius („სწრაფად, მაღლა, ძლიერად“), რომელსაც კუბერტენი თავის ფრანგ მეგობარს ანრი დიდონს დაესესხა. გარდა ამისა, კუბერტენისვე იდეით, პარიზი გახდა პირველი ქალაქი, სადაც სპორტსმენთათვის ხის სახლებისგან ოლიმპიური სოფელი გაშენდა. იქამდე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს თავიანთი დელეგაციებისთვის დამოუკიდებლად უწევდათ ბინების დაქირავება, რაც მეტად ძვირი ჯდებოდა.
დახურვის ცერემონიაზე ოლიმპიური დროშის მომავალი თამაშების მასპინძელი ქალაქის მერისთვის გადაცემის ტრადიცია სწორედ VIII ოლიმპიადიდან იღებს სათავეს. ეს იყო ბოლო თამაშები, რომელიც მისი ფუძემდებლის _ პიერ დე კუბერტენის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პარიზში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ფინელმა მძლეოსნებმა: პაავო ნურმი აქაც შეუდარებელი აღმოჩნდა - 5 ოქროს მედალი მოიპოვა, მედლების სიმრავლით მეორე იყო მისი თანაგუნდელი ვილე რიტოლა, რომელმაც 4 ოქროს და 2 ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა.
მოცურავეთათვის პირველად აიგო ბილიკებად დაყოფილი და შემდგომში ოლიმპიურ სტანდარტად ქცეული 50-მეტრიანი აუზი. ცურვაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა (პლუს 1 ბრინჯაო წყალბურთში) ამერიკელმა ჯონი ვაისმიულერმა, შემდგომში ცნობილი სათავგადასავლო ფილმის „ტარზანის” მთავარი როლის შემსრულებელმა. ამერიკელმა მოცურავე ქალმა ჰერტრუდა ედერლემ 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ორი წლის შემდეგ კი გახდა მსოფლიოში პირველი ქალი, ვინც ლა-მანშის სრუტე გადაცურა. ფარიკაობაში საუკეთესო იყო ფრანგი როჟე დიუკრე, რომელმაც 5 მედალი (მათ შორის 3 ოქრო) დაისაკუთრა. წყალბურთში მასპინძლებმა დაამხეს დიდბრიტანელთა ჰეგემონია, რომლებიც ბოლო სამ ოლიმპიადაზე ბატონობდნენ. ბევრისთვის მოულოდნელად, ფეხბურთელთა ტურნირში ჩემპიონობა ურუგვაელებმა მოიპოვეს, რომლებმაც ფინალში შვეიცარიელებს 3:0 მოუგეს. რაგბიში, რომელმაც ტაიმ აუტი აიღო და 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბით დაბრუნდა, ნახევრად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა აშშ-ის ნაკრებმა ფინალში მასპინძლები დაამარცხა.
შეჯიბრებების უმეტესობამ მძაფრ სპორტულ ბრძოლაში ჩაიარა, დამყარდა მსოფლიოს 8 და 14 ოლიმპიური რეკორდი. 1924 წლის ოლიმპიადიდან 100 წლის შემდეგ, 2024 წელს პარიზი მესამედ გაუღებს კარს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ამასთან, მომავალი თამაშების მასპინძლები განახლებულ „სტად ოლიმპიკზე” ბალახის ჰოკეისტთა ასპარეზობების ჩატარებით, VIII ოლიმპიადასთან ისტორიულ კავშირსაც დაამყარებენ.