კლდის იასამანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''კლდის იასამანი''' - Kentranthus longiflorus Steven '''ქართლ. – ...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
კლდის იასამანი ეკუთვნის კატაბალახასებრთა ოჯახს. [[ქართლი|ქართლის]], მესხეთისა და [[იმერეთი|იმერეთის]] ბარში, კლდის  ნაშალსა და ქვიან ფერდობებზე იზრდება. განსაკუთრებით ხშირად [[თბილისი|თბილისის]] მისადგომებში გვხვდება, სადაც კლდის ნაშალი და ქვიანი ადგილები იშვიათი არ არის. კლდის იასამანი მრავალწლოვანი მცენარეა. ჩვეულებრივ, ერთი ფესვიდან რამდენიმე ღერო აქვს ამოტანილი. ღერო სწორმდგომია, ღრუიანი და შეუბუსავი. სიმაღლით 80 სმ-ს აღწევს, უფრო ხშირად კი – 35-60 სმ-ს.
 
 +
ფოთლები ვიწროა, კიდემთლიანი, მოყვანილობით ხაზური ან ლანცეტა-ხაზური, ფუძისკენ მცირეოდენ შევიწროებული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან — მცირეოდენ მკრთალი. ფოთოლთგანლაგება მოპირისპირეა. ფოთლების უბეებიდან სუსტი ტოტებია განვითარებული. ყვავილობას იწყებს მაისში და ძალიან დიდხანს ყვავის, თითქმის მთელი ზაფხული.ყვავილები იასამნისფერია, შეკრებილია წყვეტილ საგველასებრ ყვავილედად. თითოეული ყვავილის გვირგვინი ძალიან ვიწროა და გრძელი, ზემოთკენ ძაბრივით გაფართოებული და ხუთნაკვთიანი, ძირში — გრძელდეზიანი. ყვავილში ერთი ბუტკოა და ერთი მტვრიანა, რომელიც გვირგვინიდან ამოყოფილია. ნაყოფი მობრტყოა, საფრენით აღჭურვილი.
  
15:22, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია

Kldisiasamani.PNG

კლდის იასამანი - Kentranthus longiflorus Steven

ქართლ. – კლდის ყვავილი

კლდის იასამანი ეკუთვნის კატაბალახასებრთა ოჯახს. ქართლის, მესხეთისა და იმერეთის ბარში, კლდის ნაშალსა და ქვიან ფერდობებზე იზრდება. განსაკუთრებით ხშირად თბილისის მისადგომებში გვხვდება, სადაც კლდის ნაშალი და ქვიანი ადგილები იშვიათი არ არის. კლდის იასამანი მრავალწლოვანი მცენარეა. ჩვეულებრივ, ერთი ფესვიდან რამდენიმე ღერო აქვს ამოტანილი. ღერო სწორმდგომია, ღრუიანი და შეუბუსავი. სიმაღლით 80 სმ-ს აღწევს, უფრო ხშირად კი – 35-60 სმ-ს.

ფოთლები ვიწროა, კიდემთლიანი, მოყვანილობით ხაზური ან ლანცეტა-ხაზური, ფუძისკენ მცირეოდენ შევიწროებული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან — მცირეოდენ მკრთალი. ფოთოლთგანლაგება მოპირისპირეა. ფოთლების უბეებიდან სუსტი ტოტებია განვითარებული. ყვავილობას იწყებს მაისში და ძალიან დიდხანს ყვავის, თითქმის მთელი ზაფხული.ყვავილები იასამნისფერია, შეკრებილია წყვეტილ საგველასებრ ყვავილედად. თითოეული ყვავილის გვირგვინი ძალიან ვიწროა და გრძელი, ზემოთკენ ძაბრივით გაფართოებული და ხუთნაკვთიანი, ძირში — გრძელდეზიანი. ყვავილში ერთი ბუტკოა და ერთი მტვრიანა, რომელიც გვირგვინიდან ამოყოფილია. ნაყოფი მობრტყოა, საფრენით აღჭურვილი.

წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები